Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გია ნოდია: ზაალ უდუმაშვილს თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების მაღალი შანსი არ აქვს

20 ივნისი, 2017 11:49

„კურიერის" მთავარი გამოშვების წამყვანი, ზაალ უდუმაშვილი გუშინ მაყურებელს დაემშვიდობა და პოლიტიკაში წასვლის შესახებ გადაწყვეტილება გააცნო. მას თბილისის მერობის კანდიდატობა სურს. „ეს არის ჩემი ბოლო მამართვა მაყურებლისადმი, როგორც „კურიერის" წამყვანის. დღეს მე 25-წლიან სატელევიზიო კარიერას ვასრულებ, თუმცა თქვენთან ურთიერთობას უკვე არა ეკრანიდან, არამედ უშუალო ურთიერთობით განვაგრძობ“,- განაცხადა მან „კურიერის“ ეთერში. 

პოლიტოლოგი გია ნოდია უდუმაშვილის კანდიდატურის შესახებ „ლიბერალს" ესაუბრა. ნოდიას თქმით, არ აქვს მაღალი შანსი, გახდეს თბილისის მერი. თუმცა პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ, სავარაუდოდ, თბილისის მერის არჩევნებზე იქნება მეორე ტური. 

„უდუმაშვილს პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ეს ნაკლად არ მიიჩნევა, რადგან ბიძინა ივანიშვილსაც არ ჰქონდა ეს გამოცდილება და მგონი ამიტომ მოსწონდა ხალხს. ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი არის ფავორიტი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ თბილისის მერის არჩევნებზე იყოს მეორე ტური და მეორე ტურში რა მოხდება, ძნელი სათქმელია. მე არ მიმაჩნია, რომ ზაალ უდუმაშვილის შანსი მაღალია“,- ამბობს გია ნოდია „ლიბერალთან“. 

ზაალ უდუმაშვილი: მივიღე გადაწყვეტილება და მივდივარ პოლიტიკაში 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^