Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩაბუქის ადვოკატი: სამინისტროს დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას შესაძლოა, ექსტრადიცია მოჰყვეს

10 ივლისი, 2017 17:13

დემირელის კოლეჯის დაკავებული პედაგოგის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატები და მეუღლე ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ. ამასთან დაკავშირებით ადვოკატებმა დღეს ისაუბრეს.  

ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაბუქს და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

„თურქეთის ციხეებში არასათანადოდ აღარ ეპყრობიან“ - სამინისტრო ჩაბუქისთვის სტატუსზე უარს ხსნის 

ადვოკატების თქმით, სამინისტროს დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას შესაძლებელია, მოჰყვეს ექსტრადიცია, რასაც ჩაბუქისა და მისი ოჯახის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების მაღალი რისკი ახლავს.

ადვოკატები მიმართავენ საქართველოს სახალხო დამცველს, პრეზიდენტს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებს, დაინტერესდნენ სამინისტროს გადაწყვეტილებით და იმით, თუ რა მოელის ჩაბუქს ექსტრადიციის შემთხვევაში. 

სამინისტროს გადაწყვეტილებაზე დართული განმარტებების პასუხად ადვოკატები ამბობენ, რომ სამინისტროს არგუმეტი, თითქოსდა გაეროს სპეციალური მომხსენებელი დადებითად აფასებს ადამიანის უფლებების მდგომარეობას თურქეთში, სიმართლეს არ შეესაბამება. 

„ინტერნეტშიც დევს,  ჩვენც მოგვეპოვება და ვთარგმნეთ კიდეც გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მოხსენება, რომელშიც ის უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს თურქეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკაშირებით. ჩვენ ასევე წარვუდგინეთ სამინისტროს Amnesty international-ის ევროპის და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის ანგარიში, რომელიც ივნისის ბოლოსაა გამოგზავნილი. ის მიუთითებს უმძიმეს დაღვევებზე, რომელიც თურქეთში დღესაც გრძელდება. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც თურქეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასებისას ეყრდნობა გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მოხსენებას. ამიტომ სამინისტრო ამ გადაწყვეტილებით, მარტო ჩვენ კი არ გვიპირისპირდება, არამედ Amnesty international-ის პოზიციას. 

ვთხოვ ლტოლვილთა სამინისტროს, როდესაც მიუთითებს, იმაზე რომ თურქეთის რესუბლიკიდან მიიღო წერილი, თითქოს არ მოხდება არც წამება და არც არაადამიანური მოპყრობა, ამოიღოს ბოლო 5 წლის განმავლობაში ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი საქართველოში. ვნახოთ, იყო თუ არა ისეთივე წერილები სხვა ქვეყნებიდანაც გამოგზავნილი და მიუხედავად ამისა, მაინც მიანიჭა თუ არა ქვეყანამ ლტოლვილის სტატუსი.

არსებობს უამრავი დასკვნა, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ ლტოლვილთა სამინისტროს, Human rights watch-ის წლიური ანგარიშები, სადაც კატასტროფულ დარღვევებზეა საუბარი, სიკვდილიანობის მასობრივ მაჩვენებელზე. ასევე, სტოკჰოლმის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველთვიურ ანგარიშებშიცაა ამაზე საუბარი, სადაც ფოტოგრაფიულადაა პირდაპირ მოცემული ნაწამები და გარდაცვლილი ადამიანების ნუსხა," - ამბობს სოსო ბარათაშვილი. 

ადვოკატებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. პირველ რიგში, აპირებენ სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრებას საქალაქო სასამართლოში, რისთვისაც ერთი თვის ვადა აქვთ. ამ პროცესში კი ომბუდსმენსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვენ, ჩაერთონ სასამართლოს მეგობრების სტატუსით. 

ამ ეტაპზე მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის პროცესი შეჩერებულია. საქმეს პროკურატურა სწავლობს. ადვოკატების თქმით, თუკი სასამართლოს გზით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევენ, განახლდება ექსტრადიციის პროცესი - პროკურატურას ექნება უფლებამოსილება, შეიტანოს სასამართლოში მოთხოვნა, რათა ნება მიეცეს იუსტიციის მინისტრს, გასცეს განკარგულება პირის ექსტრადიციის თაობაზე. 

„გვაქვს კიდევ  ერთი მექანიზმი, რომელიც გულისხმობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვას და რეგლამენტის  39 -ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიციის პროცედურის შეჩერებას", - ამბობს ადვოკატი. 

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივ მხარდაჭერას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუსტაფა ემრე ჩაბუქი და მისი ოჯახი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. 

ტუბა ჩაბუქი: ციხეებში ადამიანებს აწამებენ და არაადამიანურად ეპყრობიან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^