Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბახალას წერილი ციხიდან: არ ვაპირებ კომპრომისზე წასვლას, თქვენი თანადგომა მჭირდება

13 ივლისი, 2017 19:43

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალა ციხიდან წერილს აგზავნის. ის საზოგადოებას მიმართავს. გთავაზობთ წერილის სრულ ვერსიას: 

"მეგობრებო, გადავწყვიტე თქვენთვის მომემართა იმ აუცილებლობის გამო, რომ ის პრობლემა რომლის წინაშეც მე და ჩემი ოჯახი აღმოვჩნდით არ წარმოადგენს მარტო ჩემ ინდივიდუალურ პრობლემას, არამედ ქართულ სახელმწიფოში დამკვიდრებული ძალიან მანკიერი პრაქტიკა, რის შესახებ მსჯელობა და მისი მოგვარების გზების პოვნა ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ინტერესს განაპირობებს. “ბირჟა მაფია”, აკელიანი, ელისო კილაძის შვილი, მიხეილ თურმანიძე და სხვა გახმაურებული საქმეები ამ პრობლემის აისბერგის ხილული ნაწილია. თუმცა რეალურად აღნიშნული ბევრად უფრო ღრმა და მანკიერ პრობლემაზე მიუთითებს.

მაშინ როდესაც სამართალდამცავი ორგანოები მათთვის ლეგიტიმურად მინიჭებულ უფლებას არალეგიტიმურად დანაშაულებრივი მიზნისთვის იყენებენ, ქართულ საზოგადოებაში არავის შეიძლება ჰქონდეს იმის გარანტია, რომ გარკვეული ინტერესიდან გამომდინარე თავად ის და მისი ოჯახი არ გახდება ძალადობრივი განუკითხაობის მსხვერპლი.

რა თქმა უნდა პრობლემის არსი ნარკოპოლიტიკის ევროპული სტანდარტების არ არსებობაშია, რაც რეალურად არ იძლევა შესაძლებლობას გამიჯნო ერთმანეთისგან კრიმინალი და ჯანმრთელობის პრობლემები. თუმცა ის რასაც ასეთ ვითარებაში პირადი ინტერესით მოქმედების შემთხვევაში სამართალდამცავები მასიურად იყენებენ, სრულად სცილდება სამართლებრივ საზღვრებს და პირდაპირ ანგარიშსწორებაში გადადის. ზუსტად ამ კუთხიდან მიმაჩნია, რომ ჩემი ბრალდების საქმეც და ის თვითნებობაც რასაც ჩემდამი აქვს ადგილი ერთი ნათელი მაგალითია.

ყველას მინდა დიდი მადლობა გითხრათ ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, საზოგადოებას, ყველას… ვინც ჩემს გვერდით ხართ და განიცდით ჩემ ამბავს და უდიდეს ენერგიას მაძლევთ, რომ ბრძოლა გავაგრძელო ამ უტიფრებთან.  წინ კიდევ რამოდენიმე თვიანი ძალიან რთული პროცესი მელოდება განაჩენის გამოტანამდე.  მინდა მაქსიმალურად გასაჯაროვდეს ყველაფერი, რომ უსამართლოდ არ იქნეს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, თან 8-20 წლამდე ან სამუდამო სასჯელს გულისხმობს. 

რალურად ჩემს თავზე ბევრს არ ვდარდობ, ჩემი ოჯახისთვის იქნება ეს გამანადგურებელი და ამაზე ფიქრი მკლავს. განსაკუთრებულად ცინიკურად მიმაჩნია, როდესაც პოლიციელად წოდებული კრიმინალები საკუთარი მელკანტიური ინტერესებიდან გამომდინარე სარგებლობენ ჩემ მიმართ დაუსაბუთებლად წაყენებული, ბრალდებით. პრობლემის გადაჭრას მთავაზობენ ისეთი არჩევნით, რომელიც მორალის და ადამინური ღირსების თვალსაზრისით ჩემთვის ისევე როგორც ყველა ღირსეული ადამიანისთვის მიუღებელია. მაიძულებენ გავაკეთო არჩევანი ადამინურ ღირსებას, მორალს და თავისუფლებას შორის.

არ ვაპირებ არანაირ კომპრომისზე წასვლას და ბოლომდე სამართლებრივად მივყვები პროტესტს, რისთვისაც მხოლოდ თქვენი თანადგომა მჭირდება. პროკურატურა ბოლომდე შეეცდება ჩემ ჩაძირვას და განადგურებას. ჩემი გამართლების შემთხვევაში რამოდენიმე პოლიციელის თავი ეწირება ამ ამბავს და შეეცდებიან მაქსიმალურად მოახდინონ ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ დავნებდე და გავტყდე.

მინდა საზოგადოებას მოგმართოთ, ნუ იქნებით ინდიფერეტურები, მაგვარი პრობლემა ყველას შეიძლება შეგვეხოს. მოვითხოვოთ კანონის ლიბერალიზაცია და განვუდგეთ ამ დრაკონულ ნარკოპოლიტიკას რომელიც მუდმივად მანკიერი ბერკეტი იქნება “სამართალდამცავებისთვის”. 

ამ ბრძოლაში ჩვენი ერთიანი პოზიცია ჩვენთვის საბოლოო გამარჯვების წინაპირობა იქნება და აიძულებს სახელმწიფოს შეცვალოს საკუთარი ძალადობრივი პოლიტიკა. ამ გზაზე ყოველი თქვენგანის ინდივიდუალური ბრძოლა მნიშვნელოვანია. იმას რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ სხვა არ გაგვიკეთებს, " - ნათქვამია ბახალას წერილში. 

ამ წუთებში დედაენის ბაღში ბახალას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. 


„ერთად ბახალასთვის“ - დედაენის ბაღში გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერი აქცია დაიწყო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^