Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აუდიტორია 115“: ფაშიზმის ჩანასახთან ბრძოლა საქართველოში კონტრაქციებით არაეფექტიანია

19 ივლისი, 2017 12:00

„აუდიტორია 115“ „ქართველთა მარშის“ და მისი ორგანიზატორების მხრიდან თათია დოლიძის მიმართ შესაძლო მუქარის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

„რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ, თუ როგორ მოახერხეს ექსტრემისტულმა ჯგუფებმა ადამიანების გაჭირვებით, უიმედობით თუ უპერსპექტივობით მანიპულირება. მათ საკუთარი პოპულისტური პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს ჩვენი ყოველდღიური ყოფით გამოწვეული ბრაზი თუ უსამართლობასთან ბრძოლის სურვილი.

საზოგადოებამ მალევე დაინახა, რომ აქციის ორგანიზატორებს ეროვნული ღირებულებების დაცვასთან საერთო არაფერი აქვთ. ქალი, რომელმაც კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა მათ მიმართ, მაშინვე გახდა გაუგონარი ვერბალური აგრესიისა და მუქარის მსხვერპლი. სამწუხაროდ, ჩვენი რეალობისთვის, მსგავსი ფაქტი უცხო არ არის. ქალები მუდმივად ხდებიან სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლნი, როგორც საჯარო, ისე პირად სივრცეში. 
აღსანიშნავია, რომ აქციის ორგანიზატორებს, ამ ფაქტის შემდეგ გაემიჯნა იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც მონაწილეობდა „ქართულ მარშში".

თუმცა საფრთხე, რომ სხვა მსგავსმა ჯგუფმა კვლავ მოახერხოს იმავე იდეების ირგვლივ ხალხის გაერთიანება, რეალურია.
წინა და ახლანდელი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის წყალობით, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა ეკონომიკური თუ კულტურული პროგრესის მიღმაა დარჩენილი. სახელმწიფო ამ ადამიანებს ევლინება როგორც რეპრესიული აპარატი და მათ ვერ სთავაზობს მინიმალურ კეთილდღეობასაც კი. 
სახელმწიფოს უყურადღებობის და უპასუხისმგებლობის პარალელურად, პრაქტიკულად არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას თუ სამოქალაქო ჯგუფს დღემდე არ უცდია ამ ადამიანებთან საუბარი. ჩვენ მუდმივად გვესმის, რომ პროგრესის მიღმა დარჩენილი ადამიანები არიან ბნელები, ჩამორჩენილები, ჩასარეცხები და ა.შ. 

ფაქტია, რომ აღნიშნული დამოკიდებულება, რომელიც ყოფს ადამიანებს განვითარებულებად და განუვითარებლებად, არ ემსახურება საზოგადოებრივ კეთილდღეობას და გვამყოფებს მუდმივი კონფრონტაციის რეჟიმში.

კონფრონტაციული რეჟიმის შექმნაში, უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართულ მედიას, რომელიც მუდმივად წარმოგვიდგენს ხოლმე სხვადასხვა თემაზე ორ უკიდურეს აზრს, ამ აზრების დამცველებად კი გვევლინებიან ადამიანები, რომელთაც არც შესაბამისი ცოდნა და კომპეტენცია აქვთ ხშირ შემთხვევაში და არც რომელიმე სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები არიან.

დროა, ყველამ გავიზიაროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა!

მიგვაჩნია რომ ფაშიზმის ჩანასახთან ბრძოლა საქართველოს კონტექსტში კონტრაქციებით არაეფექტურია. პირველ რიგში საჭიროა ყოველდღიური რუტინული მუშაობა, რომელიც გულისხმობს ადამიანებთან მუდმივ კომუნიკაციაში ყოფნას და მათთან ერთად საერთო პრობლემებისა და ჩაგვრის იდენტიფიცირებას, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გამოკვეთას და ა.შ. 
ეს ერთადერთი გზაა, რომ პოპულისტებმა, მოძალადეებმა თუ სხვა ქვეყნის უშიშროებასთან დაახლოვებულმა ძალებმა, ვეღარ შეძლონ ადამიანების მობილიზება და მათით მანიპულირება.

ქართული დემოკრატიას აუცილებლად სჭირდება საზოგადოებრივი კონსესუსი ფუნდამენტურ საკითხებზე. ჩვენ ვამბობთ, რომ ქართული სახელმწიფო უნდა დაეფუძნოს თავისუფლების, თანასწორობის და სოლიდარობის პრინციპებს!“,- ნათქვამია „აუდიტორია 115-ის“  განცხადებაში. 

დღეს, 19 საათზე აღმაშენებლის გამზირზე, რკინიგზელთა კულტურის სახლის წინ ქალთა მარში გაიმართება. 

ორგანიზატორთა განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ჩატარებული „ქართველთა მარშის" წევრებმა ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემების წინ წამოწევის ნაცვლად, ფაშისტური განცხადებები გააკეთეს. 

„უთანასწორობის, ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ“ - ქალთა მარში აღმაშენებელზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^