კულტურული მემკვიდრეობიოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ აღნიშნული სამუშაოები, რაზეც დღეს „საყდრისის კომიტეტმა“ ისაუბრა, შეთანხმებული არ იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. მათი თქმით, ეს სამუშაოები ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით ხორციელდებოდა.
დღეს „საყდრისის კომიტეტმა“ ფიტარეთისა სამონასტრო კომპლექსისა და მიმდებარე ტერიტორიის ფოტოები გაავრცელა, სადაც მათი თქმით, ასახულია, თუ როგორ აზიანებს სამონასტრო კომპლექსს RMG Gold-ის ტექნიკა.
„ეს სამუშაოები შეთანხმებული არ იყო ჩვენთან. ეს სასულიერო პირების მოთხოვნით მოხდა. მათ სთხოვეს კომპანია RMG Gold-ს ტექნიკა. აღნიშნული სამუშაოების მიზანი იყო ის, რომ ფიტარეთის მონასტრის სავალი გზის რომელიღაცა მონაკვეთი გაესუფთავებინათ, თუ კეთილმოეწყოთ. შესაბმისად მძიმე ტექნიკა იყო იქ მიყვანილი. ამ სამუშაოების შედეგად როგორც „საყდრისის კომიტეტი“ ამბობს, გარკვეული ზიანი ეკლესიის გალავანს მიადგა. ხვალ დილითვე მიემგზავრებიან ჩვენი მონიტორინგის ჯგუფის წევრები და ადგილზე შეაფასებენ და დეტალურად შეისწავლიან დაზიანების ხარისხს.
ამის შესახებ მომზადდება სპეციალური ანგარიში და დასკვნის სახით წერილი, რომლითაც განისაზღვრება რეაგირების ხარისხიც. თუ გამოვლინდა რომ სამონასტრო კომპლექსს აქვს რაიმე მნიშვნელოვანი დაზიანება, ცხადია, ჩვენ ამას სამართლებლივი მოკვლევის სახეს მივცემთ“,- განაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
მათი თქმით, აღნიშნულ სამუშაოებზე პასუხისმგებელნი არიან ადგილობრივი სასულიერო პირები და კომპანია RMG-ის კანონმდებლობით პასუხისმგებლობა არ განესაზღვერება, რადგან კომპანია სასულიერო პირებს ტექნიკით დაეხმარა და ამ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოება მათ ინტერესში არ შედიოდა.
„ამ შემთხვევაში ცალსახად უნდა იყოს გამოკვლეული მათი [სასულიერო პირების] პასუხისმგებლობა, რადგან სწორედ ისინი იყვენენ ინიციატორები აღნიშნული სამუშაოების ჩატარებისა. კანონმდებლობით კომპანია RMG-ის ეს პასიხისმგებლობა არ განესაზღვრება. მათი საქმიანობის სამოქმედო არეალი ეს ტერიტორია ნამდვილად არ იყო, მათ არ ჰქონიათ განზრახვა ამ ტერიტორიაზე სამუშაოები ეწარმოებინათ. ეს იყო მათი მხრიდან გამოხატული კეთილი ნება, რათა დახმარებოდნენ სასულიერო პირებს.
კომპანია RMG-ის აღებული აქვთ სოციალური პასიხისმგებლობა ფიტარეთის მონასტრის წინაშე, რაც გამოიხატება მისი დაცვისა და მოვლა-პატრონობის კუთხით. ხოლო სასულერო პირებმა აღიარეს, რომ მათი ქმედება იყო წინდაუხედავი და შეუთანხმებელი ჩვენთან“,- განაცხადეს სააგენტოში.
დღეს საყდრისის კომიტეტის წევრებმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ RMG Gold-ის ტექნიკა ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც დაზიანდა მონასტრის კედელი, ასევე ჩაინგრა ისტორიული ხარო, რომელიც შესაძლოა აკლდამაც იყოს.
საყდრისის კომიტეტი: RMG Gold-ი ფიტარეთის სამონატსრო კომპლექსს აზიანებს