Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დემირელის სკოლის დირექტორი: გადაწყვეტილების სააპელაციო საბჭოში გასაჩივრებას არ ვაპირებთ

30 აგვისტო, 2017 18:27

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისში მდებარე დემირელის სკოლამ რეავტორიზაცია ვერ გაიარა და დახურეს. გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ გუშინ მიიღო.

სკოლის დირექტორმა ნინო კავთიაშვილმა „ლიბერალს“ უთხრა, რომ გადაწყვეტილების სააპელაციო საბჭოში გასაჩივრებას არ აპირებენ და ერთი წლის შემდგომ ავტორიზაციის მიღების მიზნით, ხელახალ განცხადებასაც არ წარადგენენ. 

მისივე თქმით, ამისი მიზეზი ის ზოგადი სიტუაციაა, რაც დემირელისა და მისი პარტნიორი სკოლების ირგვლივ ბოლო პერიოდში ქვეყანაში არსებობს.

პროცედურის თანახმად, სკოლას უფლება აქვს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება 5 დღის ვადაში სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრონ. თუკი საბჭო მიიღებს საჩივარს წარმოება 60 დღეში უნდა დასრულდეს. თუ საბჭო საჩივარს დაეთანხმება, ავტორიზაციის თაობაზე განცხადება ავტორიზაციის საბჭოს თავიდან დაუბრუნდება, თუ არ დაეთანხმება, გადაწყვეტილება უცვლელი დარჩება.

ნინო კავთიაშვილი ამბობს, რომ  საბჭომ დარღვევად მიიჩნია თურქეთიდან წამოსული არაქართულენოვანი ბავშვების სკოლაში ჩარიცხვისა და შეფასების პროცედურები, რაც მისი თქმით არგუმენტირებული არ ყოფილა. 

„როცა უცხოენოვანი მოსწავლე მოდის საქართველოში მან უნდა მიიღოს აღიარება რაც ხდება განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ, ამას სჭირდება ხშირ შემთხვევაში 3-4 თვე, მანამდე ეს ბავშვები დაშვების ბრძანებით ირიცხებოდნენ საგაკვეთილო პროცესზე და ინტენსიურად გადიოდნენ ცალკე კიდევ ენის კურსებს, მათი ჩარიცხვა ოფიციალურად კი გარკვეული თვეების შემდეგ ხდებოდა. შემდეგ იდებოდა ინდივიდუალური გეგმა მათთვის. ანუ ეს ბავშვები გაცილებით დიდხანს სწავლებდნენ სკოლაში, ვიდრე ოფიციალურად ირიცხებოდნენ ჟურნალში. ეს პროცედურა აბსოლუტურად შეესაბამებოდა კანონმდებლობას. თუ რამე დარღვევა იყო, ეს იყო რამდენიმე ბავშვზე ცდომილება საქმისწარმოებაში, 12 ბავშვი ერთ დღეს ჩაირიცხა და დაუმტკიცდათ ინდივიდუალური გეგმა. გარკვეულ ხარვეზებს რა თქმა უნდა ვეთანხმები, მაგრამ უმეტესობას ვერ დავეთანხმები, რადგან არ შეესაბამება სინამდვილეს“,- ამბობს ის.

გარდა ამისა, საბჭომ ხარვეზები დაადგინა, როგორც სკოლის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებით, ისე ადამიანურ რესურსთან დაკავშირებით, თუმცა კავთიაშვილი ამბობს, რომ სხდომაზე მსჯელობა იყო ქაოსური და არ იყო დასაბუთებული.

„იყო რაღაც საკითხები რაც მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას შეეხებოდა. ამ შენობაში სხვა სკოლაც ფუნქციონირებდა ადრე, რომელიც ასევე გადიოდა ავტორიზაციის პროცესს. მე ვნახე იმ სკოლაზე დასკვნა, სადაც ყველაფერზე, რაც ჩვენთან ჰქონდათ მატერიალურ-ტექნიკურ ხარვეზად დასახელებული, მათ ხარვეზად არ ჰქონდათ ჩათვლილი. ამ კუთხით არაფერი შეგვიცვლია, ამიტომ თუ შარშან შეესაბამებოდა სტანდარტებს, წელს რატომ აღარ შეესაბამება?

იყო საუბარი ადამიანურ რესურსთან დაკავშირებულ ხარვეზებზეც, თურქი ეროვნების პედაგოგები ქართულად ვერ ასწავლიდნენო. მათ პირადად არ ჰქონიათ შეხება ამ თურქი ეროვნების პედაგოგებთან და ვერ შეაფასებდნენ  ასწავლიდნენ თუ ვერ ასწავლიდნენ. ყველა პედაგოგი, ვინც სკოლაში ასწავლის, საქართველოში აქვს დამთავრებული უმაღლესი სასაწავლებლები და არაჩვეულებრივად ფლობენ ქართულს. როგორ შეიძლება ასე ზედაპირულად ჩათვალო, რომ თურქი ეროვნების მასწავლებლები ქართულს ვერ ასწავლიდნენ“,- ამბობს ის.

*******

მიმდინარე წლის თებერვალში ავტორიზაცია შეუწყდა რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმსაც. სკოლაში სასწავლო პროცესი 13 თებერვალს შეწყდა. სკოლამ 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გაასაჩივრა. 20 თებერვალს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ შაჰინის სკოლის შუამდგომლობა აქტის შეჩერებაზე არ დააკმაყოფილა, სკოლას უარი ეთქვა შუამდგომლობაზე, რომ აქტის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებულიყო.

საია: შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმება დაუსაბუთებელია

TDI: შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმება სავარაუდოდ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას

განათლების სამინისტრო: შაჰინის სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა კანონმდებლობის დარღვევით მოხდა

მიმდინარე წლის 24 მაისს კი დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. სასამართლომ ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ადვოკატებმა, დაკავებიდან რამდენიმე კვირაში ლტოლვილთა სამინისტროს ემრე ჩაბუქისთვისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა 7 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

თამარ მოსიაშვილი: იხურება წარმატებული სკოლა, ეს პოლიტიკურ ზეწოლაზე მიუთითებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^