გუშინ საღამოს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკები აცხადებენ, ბენეფიციარმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრში მოხდა.
„ახლა მე და სხვა სოც. მუშაკები ვსხედვართ პატრულთან ერთად სამსახურში და ვმშვიდდებით, ზოგი წნევას იზომავს, ზოგი სულიერდება, ზოგი ნაცემია, ზოგი ძირს დაყრილ ქაღალდებს და პრინტერებს ალაგებს. ყველაზე საშინელებაა როდესაც ქვეყანაში საკუთარი მოვალეობის შესრულებისას ვიღაც ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად გეხება და სამსახურიდან გასვლის და მერე მეორე დღეს უკან მოსვლის გეშინია“, - წერს სოციალური მუშაკი სოფო ხვთისიაშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე
„პატრულის თანამშრომლებმა განაცხადეს ეს რა ნაკაწრია ამის გამო გამოგვიძახეთო? ანუ სისხლი უნდა მდიოდეს რომ მე ხვალ სამსახურში ამოსვლის არ შემეშინდეს. სოციალურ მუშაკს ვინმე დაიცავს ამ დაწყევლილ ქვეყანაში?!“ - წერს ხვთისიაშვილი
სოციალური მუშაკების ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
სოციალური მუშაკები დაცვის გამოყოფას და უსაფრთხო სამუშაო გარემოს ითხოვენ
„მაინტერესებს ვინმეს ადარდებს ჯანდაცვის სამინისტროში ან ასოციაციაში, ან ზოგადად ქვეყანაში ჩვენი ბედი? ჩვენი ემოციური მდგომარეობა? დღეს რომ რამე დაგვმართოდა ვინ აგებდა პასუხს?
რატო გვიკლავენ სოციალური მუშაობის ენთუზმს ვიმუშაო ჩემი პროფესიით და თან რაც მთავარია სააგენტოში?“ - აცხადებს ხვთისიაშვილი
შსს-ში აცხადებენ, გამოიკითხა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები და პოლიცია შესაბამის ზომებს მიიღებს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნინო შატბერაშვილი აცხადებს, სოციალური მუშაკები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრას ესწრებიან.
„ლიბერალი“ განახლებულ ინფორმაციას რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ