შსს-ში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ სერვისცენტრში სცემეს
სოციალური მუშაკის რთული მისია
გუშინ საღამოს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკები აცხადებენ, ბენეფიციარმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრში მოხდა.
„ახლა მე და სხვა სოც. მუშაკები ვსხედვართ პატრულთან ერთად სამსახურში და ვმშვიდდებით, ზოგი წნევას იზომავს, ზოგი სულიერდება, ზოგი ნაცემია, ზოგი ძირს დაყრილ ქაღალდებს და პრინტერებს ალაგებს. ყველაზე საშინელებაა როდესაც ქვეყანაში საკუთარი მოვალეობის შესრულებისას ვიღაც ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად გეხება და სამსახურიდან გასვლის და მერე მეორე დღეს უკან მოსვლის გეშინია“, - წერს სოციალური მუშაკი სოფო ხვთისიაშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე