„რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, პარტიას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი არ ეყოლება.
როგორც სამნიძე აცხადებს, „რესპუბლიკელებმა" პროდასავლურ კანდიდატს შეიძლება, მეორე ტურში დაუჭირონ მხარი. პარტია პირველ ტურში არც დამოუკიდებელ კანდიდატს, ალექსანდრე ელისაშვილს დაუჭერს მხარს. თუმცა სამნიძემ ელისაშვილის შესახებ „ლიბერალს" უთხრა:„[ალექსანდრე ელისაშვილს] ვგულშემატკივრობ, როგორც კოლეგას".
დღეს „რესპუბლიკურმა პარტიამ" თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის პირველი ხუთეული დაასახელა.