Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების თავმჯდომარედ მეოთხედ აირჩიეს

14 სექტემბერი, 2017 17:52

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს.

მას 139-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი. მისმა კონკურენტმა ამირან ზენაიშვილმა კი 62 ხმა მიიღო.  2 ბიულეტენი გაბათილდა.

„საქართველოს პროფკავშირებმა ტესტი ჩააბარა. მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, ამ ადამიანებმა გაუძლეს გაუსაძლისს და დააფასეს ის შრომა და ის ღვაწლი, რაც მე ჩემმა ოჯახმა და ჩემმა აღზრდამ მომცა. ის სიბინძურე, რაც ტელევიზიების მეშვეობით ხორციელდებოდა, ამ ხალხმა ჩემს მშობლებს უთხრა, რომ ნაგავი არ გაუზრდიათ და გაზარდეს კაცი, მადლობა ამ დელეგატებს“, - განაცხადა პეტრიაშვილმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდგომ. 

არჩევნებში კენჭს სამი კანდიდატი იყრიდა - მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი და ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი. 

„მე ვისურვებდი, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი და თუ დელეგატები ფიქრობენ, რომ ამ არჩევანით ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი, მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას. თუმცა არ შეიძლება რომ არ აღვნიშნო, თუმცა არ შეიძლება რომ არ აღვნიშნო, რომ ის ბინძური კამპანია, რაც რეალურად მიმდინარეობდა დეზინფორმაციების სახით, ვფიქრობ, რომ გარკვეული გავლენა მოახდინა დელეგატებზე“, - განაცხადა ზენაიშვილმა

დავით ოქიტაშვილმა პროფკავშირების თავმჯდომარეობის არჩევნებში კენჭისყრის დაწყებამდე კანდიდატურა მოხსნა. 

„ჩემი თვითმიზანი არ იყო პროფკავშირების თავმჯდომარე გავმხდარიყავი.  ჩემი მიზანი იყო, პეტრიაშვილის შესახებ ხალხს გაეგო. ჩემი კანდიდატურის მოხსნით მტკიცდება, რომ მე არ ვიყავი სამთავრობო კანდიდატი“,- განაცხადა მან. 

ირაკლი პეტრიაშვილი პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე მეოთხედ გახდა. იგი ამ პოზიციას 2005 წლიდან იკავებს.

:

პეტრიაშვილი: დღევანდელი არჩევნები არის ტესტი პროფკავშირებისთვის

ოქიტაშვილი: თუ მოხსნის პეტრიაშვილი კანდიდატურას, მოვხსნი მეც

ზენაიშვილი: პროფკავშირი არ არის ღია და საჯარო, არავინ იცის, რა ფინანსები იხარჯება

როგორ ვირჩევთ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეს?

ბრძოლა პროფკავშირების თავმჯდომარეობისთვის - ინტერვიუ დათო ოქიტაშვილთან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^