Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბერძენიშვილი: პარტია სანამ არ განახევრდა, შეუძლებელი იყო სამოქალაქო კონტრაქტზე საუბარი

18 სექტემბერი, 2017 15:17

„სანამ არ განახევრდა ეს პარტია და არ შეივსო ახალი ხალხით, არ მოხერხდა, შეუძლებელი იყო სამოქალაქო კონტრაქტზე საუბარი“ - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, დავით ბერძენიშვილმა ლგბტ წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის ინიციატივაზე საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტია“ არჩევნების წინ „სახიფათო და არაპოპულარული თემებით“ გამოდის, რაც არის ინვესტიცია საქართველოს ევროპულ მომავალში, განვითარებასა და პროგრესში.

„გუშინ წავიკითხე, ერთ ადამიანს დაუწერია „რესპუბლიკური პარტია“ იმ ღირებულებებს უბრუნდება, რისთვისაც მე მათ ამომრჩეველი ვიყავი და მეც ვუბრუნდები „რესპუბლიკურ პარტიასო“. მეც ვუბრუნდები „რესპუბლიკურ პარტიას“ იმ იძულებითი პაუზის შემდეგ, როცა პარტია სხვათა ინტერესების გათვალისწინებას უფრო დიდ ყურადღებას უთმობდა, ვიდრე პროგრესზე მუშაობას“ - თქვა ბერძენიშვილმა.

„რესპუბლიკელები“ ლგბტ ადამიანებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის შემოღების ინიციატივით გამოდიან

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ დღეს ორი პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა - „ორდონიანი თვითმმართველობა - მმართველობის დეცენტრალიზაციისთის“ და „სამოქალაქო კონტრაქტი პარტნიორობის შესახებ“.

ორდონიანი თვითმმართველობა - „რესპუბლიკურმა პარტიამ“ პოლიტიკის დოკუმენტი წარადგინა

პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ გერმანელი „თავისუფალი დემოკრატების“ გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მაგალითი არის მაჩვენებელი, „თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როცა პარტია თავისი ღირებულებების, პრინციპების ერთგულია“.

„ისინი მსგავს სიტუაციაში იყვნენ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როგორც დღეს ვართ ჩვენ, „რესპუბლიკელები". ისინი დარჩნენ პარლამენტის გარეთ, დაკარგეს ადგილობრივ თვითმმართველობაში პოზიციები. პარალელის გავლება შეიძლება იმ თვალსაზრისით, რომ კოალიციურ მთავრობაში ყოფნის დროს მათაც დაივიწყეს მთავარი, ლიბერალური ღრებულებები და პრინციპულობა.

არ იყო ჩვენი კამპანია ლიბერალური და პრინციპული, გამბედავი, როგორც ახასიათებს „რეპუბლიკურ პარტიას“, რისთვისაც შეიქმნა იგი. ჩვენ ეს ყველაფერი გავიაზრეთ, შევისწავლეთ და „დემოკრატების" პოზიციებმა გერმანიაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს გულწრფელად ველაპარაკოთ. „რესპუბლიკური პარტია“ მზად არის, ამ არჩევნებზე თავის ამომრჩეველს ელაპარაკოს ღიად, გულწრფელად იყოს გამბედავი თავის პოზიციებში, იყოს მომავალზე ორიენტირებული“ - თქვა სამნიძემ.

კორძაია სამოქალაქო კონტრაქტზე: თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ასეთი ინიციატივები წარმოვადგინოთ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^