Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელი, შესაძლოა, 1000 ლარით დაჯარიმდეს

26 სექტემბერი, 2017 16:24

შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებლის, მარინა დარჩიძის  მიმართ 26 სექტემბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

მარინა დარჩიძემ სკოლაში მოსწავლეებთან ერთად გადაიღო ფოტოსურათი, რა დროსაც საკლასო მერხებზე განთავსებული იყო პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული დროშები. აღნიშნული ფოტო მარინა დარჩიძემ ფეისბუქზე განათავსა.

ამასთან დაკავშირებით შუახევის საოლქო კომისიას განცხადებით ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მიმართა, რის შემდეგაც შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოკვლევა დაიწყო.

მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

შენიშვნა: თავდაპირველად მასალის სათაურში აღნიშნული იყო, რომ ცესკომ სკოლის მასწავლებელი 1000 ლარით დააჯარიმა. თუმცა, დაეკისრება თუ არა მასწავლებელს ჯარიმა, მოგვიანებით სასამართლო გადაწყვეტს. 

მარიამ ჯაში: არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს უფლება, სკოლაში პოლიტიკა შეიტანოს

ჯეჯელავა: დაისჯება ყველა, ვინც შეგნებულად ან შეცდომით ბავშვების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა დაუშვა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^