საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 5 000 კილოგრამი გასროლილი თითბრის ჰილზები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებაში აღნიშნული.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
„ლიბერალი" ცდილობს საპატრიარქოსთან დაკავშირებას, იმის გასარკვევად, თუ რისთვის სჭირდებათ მათ 5 000 კილოგრამი გასროლილი თითბრის ჰილზები.