„ლიბერალის" გამოცემული წიგნი, ჟურნალ „ლიბერალის“ სტატიების კრებული, ლევან ბერძენიშვილის „წიგნიერების ევოლუცია" „საბას" გამარჯვებულია.
„წიგნიერების ევოლუცია" არის ნაკრები სტატიებისა, რომლებიც 2015-2016 წლებში ჟურნალ „ლიბერალში" იბეჭდებოდა ეს წიგნი იმაზეა, რომ კითხვა სასარგებლოა. კითხვა უბრალო საქმე არ არის, არ არსებობს კითხვაზე უფრო მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევა, რომელსაც ადამიანის გონების, წარმოსახვის, თვალსაწიერის გაფართოება/განვითარება შეუძლია. კარგი მკითხველები გაცილებით უფრო მდიდარი და ფერადოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ, ვიდრე ადამიანები, რომელბიც არ კითხულობენ. ფსიქოლოგებმაც ხომ დაადგინეს, რომ კითხვა, წარმოსახვითი სამყარო, ზუსტად იმ გავლენას ახდენს ადამიანის ნევროლოგიურ სისტემაზე, რასაც რეალური სამყარო...
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს რედაქტორს, გიორგი ჭეიშვილს, რადგან მან მაიძულა ამ წიგნის დაწერა, ეს არის წიგნი, რომლის წაკითხვის შემდეგ სხვა წიგნების წაკითხვა უნდა მოგინდეთ, მინდოდა ეს წიგნი მათ წაეკითხათ, ვინ არ კითხულობს და კითხვა მონდომებოდათ, თუმცა ისე გამოვიდა, რომ მათ წაიკითხეს, ვინც დღე და ღამე ისედაც წიგნებს კითხულობს" - თქვა ლევან ბერძენიშვილმა.
საქართველოს მთავარი ლიტერატურული მოვლენა „საბა“ წელს მე-15-დ ტარდება.