Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► იუსტიციის მინისტრი „თეთრი ხმაურის მოძრაობას" პასუხობს

13 ოქტომბერი, 2017 18:24

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „თეთრი ხმაურის მოძრაობას" პასუხობს. „ლიბერალი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ ერთი რამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ალბათ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი გახლავთ ნარკოპოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს თავმჯდომარე და მისი ყველა განცხადება მიმართულია იქით, რომ ის ასახავდეს უწყებათაშორისი საბჭოს ყველა მონაწილე უწყების თუ ორგანიზაციის პოზიციას მაქსიმალურად ზედმიწევნით. ასევე, ფაქიზად ეპყრობოდეს თითოეული უწყების პოზიციას. მართალია ის, რომ 2013 წლიდან მხარში ვუდგავარ და მხარს ვუჭერ ლიბერალიზაციის და, საბოლოოდ, როდესაც ამისი შესაძლებლობა იქნება, ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციას.

„ქართული ოცნების" ნარკოპოლიტიკა - რა გაკეთდა 4 წლის განმავლობაში

ჩვენ გვაქვს სხვა პოზიცია და მე მაქვს ცოტა სხვა პოზიცია - ეს არის პოზიცია თანმიმდევრულობის და თანდათანობის. თანდათანობის გარეშე მე არ მგონია, რომ დღეს ჩვენ დეკრიმინალიზაციის მოთხოვნა მიგვიყვანს დეკრიმინალიზაციამდე. ვფიქრობ, როგორც ამ საბჭოს თავმჯდომარე, ლიბერალიზაციის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, რომ სწორედ ნაბიჯ-ნაბიჯ, ლიბერალური ნაბიჯებით უნდა მივიდეთ დეკრიმინალიზაციამდე.

გული მწყდება იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთ დაინტერესებულ მხარეს აქვს ძალიან არასწორი წარმოდგენა იმ მიმდინარე რთული პროცესის შესახებ და აკეთებს განცხადებებს აბსოლუტურად გაუაზრებლად. ჩვენ 2013 წლიდან ვიმუშავეთ, რათა გადაგვედგა რევოლუციური ნაბიჯები. მაგალითად, სოზარ სუბართან და არჩილ თალაკვაძესთან ერთად ჩვენ შევძელით - და მე ვიყავი ამისი მონაწილე, რომ ციხეებში ის უნიკალური პროცესი დანერგილიყო, რაც ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი, ადამიანის უფლებებზე მორგებული კომპონენტი აღმოჩნდა ყველა ობიექტური შემფასებლის შეფასების თანახმად. ასევე, ჩვენ, საბჭო ვიყავით იმისი მონაწილე, რომ სერგეენკომ გადადგა შესანიშნავი ნაბიჯი და გაუქმდა მინისტრის ბრძანება, რომლის თანახმადაც, ზედოზირების შემთხვევაში ექიმი მანამდე ვალდებული იყო, პაციენტთან მისვლამდე პოლიცია ჩაერია საქმეში. იუსტიციის სამინისტრო გახლდათ ინიციატორი, მიუხედავად მაშინდელი პრემიერის წინააღმდეგობისა, რომ ემუშავა პროკურატურასთან, და იმიტომ, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავეთ და მე და ირაკლი შოთაძეს გვქონდა ერთნაირი გაგება საკითხისა, შევძელით და გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, როდესაც გავმიჯნეთ სისხლის სამართლის კოდექსში მოხმარებისა და გასაღების მუხლები.

იყო ეს საკმარისი სისტემის გაადამიანურებისთვის? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ამ ნაბიჯის გარეშე არ იქნებოდა და არ იქნება სხვა არაფერი. შესაბამისად, მე ყველა დაინტერესებულ მხარეს მინდა, მოვუწოდო, რომ შეცვალოს მიდგომა, რომელიც გულისხმობს: ვინ ჰკითხავს პოლიციელს, ვინ ჰკითხავს პროკურორს, ვინ ჰკითხავს მოსამართლეს, ვინ ჰკითხავს ზოგიერთ დეპუტატს, რომელიც არ არის დეკრიმინალიზაციის მომხრე, რადგან მათ ყველას ეკითხება აზრი, ყველა მინისტრსა და პრემიერს ეკითხება აზრი და ეს არის სწორედ უწყებათაშორისი საბჭოს ფუნქცია. იმ აჟიოტაჟიდან გამომდინარე, რომლის მომსწრეც შევიქენი, მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ორშაბათს „თეთრი ხმაურის“ ნარკოპლატფორმის და სხვების, მათი წარმომადგენლების თხოვნით მოწვეული მყავდა უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელსაც ახლა ვაუქმებ. ეს სხდომა აღარ ჩატარდება მანამ, სანამ სიტუაცია არ დაუბრუნდება მშვიდ მდგომარეობას და ყველა არ გავიაზრებთ იმას, რომ დეკრიმინალიზაციამდე გზა გადის ლიბერალიზაციაზე; რომ ყველა დაინტერესებული ძალოვანი სტრუქტურა უნდა იყოს ამაში ჩართული და პარლამენტში უნდა იყოს კონსენსუსი. მე ვიყავი მზად და მომავალშიც ვიქნები მზად, რომ შევასრულო დიალოგის გამაადვილებლის ფუნქცია", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^