Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი შემადგენლობა - გაიგეთ, ვინ შედის თბილისის საკრებულოში

22 ოქტომბერი, 2017 14:58

თბილისის საკრებულო სულ 50 წევრისგან შედგება. 25 პროპორციული პრინციპით აირჩევა. 25 კი -მაჟორიტარული, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“  კანდიდატებმა  25-ვე მაჟორიტარული ოლქში გაიმარჯვეს.

25 წევრის მანდატი კი პროპორციული პრინციპით ოთხ პარტიას შორის განაწილდება.

ცესკოს ამჟამინდელი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.96% მიიღო; „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 17.62%; „ევროპულმა საქართველომ“  - 9.19% და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ – 5.64%.

„ლიბერალი" ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილს ესაუბრა, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი ფორმულის მიხედვით, პარტიების მიერ პროპორციულ არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელის მიხედვით გამოიანგარიშა, როგორ ნაწილდება პარტიებს შორის თბილისის საკრებულოს პროპორციული მანდატების რაოდენობა.

 „ქართული ოცნება“ პარტიული სიის პირველ 15 წევრს შეიყვანს;

►„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიული სიით შეიყვანს 5 დეპუტატს; 

►„ევროპული საქართველო" - 3-ს; 

►„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 2-ს.

ირაკლი მელაშვილის განმარტებით, სულ ორი გაუნაწილებელი მანდატი [იმ პარტიების მიერ მიღებული ხმები, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს] იყო და დიდი ნაშთის პრინციპით ერთი მანდატი „ევროპულ საქართველოს" დაემატა, ერთი კი „პატრიოტთა ალიანსს". 

აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით საკრებულოს წევრები „ქართული ოცნების" პარტიული სიით შემდეგი პირები გახდებიან:

  1. მარიკა დარჩია
  2. ბექა დავითულიანი
  3. თინათინ ნიბლოშვილი
  4. რაკლი ზარქუა
  5. დათო რურუა
  6. გიორგი ჩაკვეტაძე 
  7. დავითი უჯმაჯურიძე
  8. გიორგი ახვლედიანი
  9. ლევან ჯაფარიძე
  10. გიორგი ალიბეგაშვილი 
  11. თევდორე ისაკაძე
  12. ლევან დარახველიძე
  13. ერეკლე კუხიანიძე 
  14. ანა ლაშხი
  15. ლევან არველაძე 

ოპოზიციიდან საკრებულოში სულ 10 დეპუტატია არჩეული (ყველა პროპორციული სიით).

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

  1. ნიკანორი მელია
  2. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი 
  3. ლევან ხაბეიშვილი 
  4. ირაკლი ნადირაძე 
  5. ლილე ლიპარტელიანი 

       „ევროპული საქართველო“

  1. გიორგი გაბაშვილი
  2. დავით ავალიანი 
  3. დავით დარჩიაშვილი

        „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 

  1. გოჩა თევდორაძე 
  2. ფრიდონ ინჯია

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დებუტატების 25- წევრიანი სია კი ასე გამოიყურება:

ვინ არიან და რას საქმიანობენ „ოცნების“ თბილისის მაჟორიტარი კანდიდატები

მთაწმინდა – ჯაბა ჯიშკარიანი;

ვაკე, ორი კანდიდატი – გიორგი მუსხელიშვილი და გიორგი ბირბიჩაძე;

საბურთალო, სამი კანდიდატი – ავთანდილ ცინცაძე, დავით უდმელიძე, ვახტანგ შაქარიშვილი;

კრწანისი – თემურ გორგაძე;

ისანი, სამი კანდიდატი – ილია ჯიშკარიანი, ნინო ლაცაბიძე, ლევან დავითაშვილი;

სამგორი, ოთხი კანდიდატი – რევაზ სოხაძე, გიორგი ტყემალაძე, გიორგი დოხტურიშვილი, ქეთევან მამულაშვილი;

ჩუღურეთი – რიმა ბერაძე;

დიდუბე – ვლადიმერ ძნელაძე, თარაშ შურღაია;

ნაძალადევი, ოთხი კანდიდატი – თამარ ტალიაშვილი, დავით ჭელიძე, მიხეილ ამაშუკელი და ალექსანდრე ხუჯაძე;

გლდანი, ოთხი კანდიდატი – შალვა ოგბაიძე, ოთარ გრიგოლია, გულია გოცირიძე, ქეთევან ჯოხაძე;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^