Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კაშია ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლავურით თამაშზე: არ ვნანობ, რაც გავაკეთე

23 ოქტომბერი, 2017 3:13

არნემის „ვიტესის“ ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ ლგბტ ადამიანების მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. ამ ფაქტს ქართველი გულშემატკივრების ნაწილისგან ნეგატიური შეფასებები მოჰყვა Facebook-ზე. კაშია nos.nl-თან ინტერვიუში ამბობს, რომ არ ნანობს, რაც გააკეთა

„მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი ადამიანის თავისუფლებას და ყოველთვის ძალადობის წინააღმდეგი ვარ. თუ ადამიანი სხვას არაფერს უშავებს, მე მხარს დავუჭერ. რთული ასახსნელია, მაგრამ ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ადამიანისთვის ეს მიუღებელია. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იყო, ვინც ჩემს Facebook-გვერდზე აზრი გამოხატა. რა თქმა უნდა, ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. ისინი ცოტათი იმედგაცრუებული იყვნენ ჩემ გამო, თუმცა არ ვნანობ, რაც გავაკეთე, რა თქმა უნდა, ეს ჩემი პასუხისმგებლობა იყო. მე იმაზე არ ვდარდობ, თუ ვინ ხარ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, თუ სხვებს არაფერს უშავებ, შეგიძლია ის იყო, ვინც გინდა რომ იყო - ეს ჩემი ხედვაა.  რამდენიმე ადამიანი ამით იმედგაცრუებული დარჩა, მაგრამ ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს“, - ამბობს კაშია 

ინტერნეტსივრცეში გურამ კაშიას საქართველოს ნაკრებიდან გაშვება რამდენიმე ადამიანმა მოითხოვა.

„თუნდაც ათასობით ადამიანი ამის წინააღმდეგი იყოს, თუ ჩემი ეროვნული ნაკრები გამომიძახებს, მე აუცილებლად წავალ სათამაშოდ“, - ამბობს გურამ კაშიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^