Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ელოშვილი: ხუდონჰესზე კვლევა მიმდინარეობს, კიდევ ერთი ინვესტორისგან ველოდებით წინადადებას

27 ოქტომბერი, 2017 11:48

„ხუდონჰესის" პროექტზე კვლევა მიმდინარეობს. ჩვენ კიდევ ერთი ინვესტორისგან ველოდებით წინადადებას. უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რა ფორმით მოხდება მისი განვითარება, - განუცხადა ენერგეტიკის მინისტრმა, ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს.

როგორც„ლიბერალთან“ საუბრისას „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“ ტექნიკური დირექტორი,  დავით მირცხულავა 2017 წლის მარტში ამბობდა, „დღესდღეობით „ხუდონჰესის“ პროექტი გაჩერებულია, 2017 წელს პროექტის განხორციელება არ დაიწყება".

აპრილში მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ხუდონჰესთან“ დაკავშირებით ინვესტორ კომპანიასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რათა „პროექტი სახელმწიფომ წაიღოს“.

როგორც კალაძე ამბობდა, „ხუდონჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს, რადგან ის მნიშვნელოვანია როგორც ენერგეტიკული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით".

„ლიბერალთან“ საუბრისას ენერგეტიკის მინისტრის მაშინდელი მოადგილე ირაკლი ხმალაძე განმარტავდა, რომ „უფრო კომფორტული იქნება, თუ სახელმწიფო განახორციელებს ამ პროქტს. საზოგადოებასაც მეტი ნდობა და ხელმისაწვდომობა ექნება პროექტის სხვადასხვა დეტალზე“.

მირცხულავა: დღესდღეობით ხუდონჰესის პროექტი გაჩერებულია, წელს მისი განხორციელება არ დაიწყება

ხმალაძე: სავარაუდოდ, შეიქმნება სახელმწიფო კომპანია, რომელიც ხუდონჰესს ააშენებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^