კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი და კიდევ 4 ოპიციალური პირი, რომელსაც ესპანეთის ხელისუფლება ეძებდა, ბელგიის პოლიციას ჩაბარდა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ისინი სასამართლოს წინაშე ორშაბათამდე წარსდგებიან, სადაც გაირკვევა, მათ პატიმრობას შუეფარდებენ თუ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლებენ", - განაცხადა ბელგიის პროკურატურის სპიკერმა.
ესპანეთის სასამართლომ ბუჩდემონის დაკავების შესახებ საერთაშორისო ორდერი ხუთშაბათს გამოსცა, წინა დღეს კი ესპანეთში კატალონიის 8 ყოფილი მინისტრი დააკავეს.
პუჩდემონი, რომელიც თავს კატალონიის კანონიერ მმართველად მიიჩნევს, ამბობს, რომ ბელგიის პოლიციას ესპანური სასამართლოსგან თავის დაღწევის მიზნით კი არა, კატალონიისთვის ევროპის მხრიდან დახმარების აღმოჩენის მიზნით ჩაბარდა.
ათასობით კატალონიელი ყოფილი მინისტრების დაკავებას აპროტესტებს