
გარდაცვლილი ამირან კვვირიკაშვილის და ნატო კვირიკაშვილი ამბობს, რომ მისი ძმის თვითმკვლელობამდე მიყვანა პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ განაპირობა.
„იყო ჩვეულებრივად გაწონასწორებული, მშვიდი. როცა დაკითხვაზე დაიბარეს პოლიციაში, იქედან მოსულმა დაიწყო მაგაზე (თვითმკვლელობა) ფიქრი, ამოიღო ტელეფონი და მე მაჩუქა აწი მე აღარ დამჭირდებაო, ასეთი ლაპარაკი მას შემდეგ დაიწყო. მანამდე არ ქონია ასეთი საუბარი. ზეწოლა იყო თუ არა პოლიციაში, თვითონ არ უთქვამს, ამიტომ მე ვინმეს ხელს ვერ დავადებ. ფიზიკური შეურაცხყოფაც არ ეტყობოდა, მაგრამ ფსიქოლოგიური ზეწოლა რომ იყო თავისთავად ცხადია და ჩანს“,- ამბობს ნატო კვირიკაშვილი.
დღეს ხარაგაულში იმყოფებოდნენ პროკურატურის წარმომადგებლები, თეიმურაზ ლომთაძის განცხადებით, პროკურატურა საქმეში გუშინ საღამოდან ჩაერთო. ადგილზე იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების საიასა და EMC-ის წარმომადგენლები.
როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელმა „ლიბერალს“ განუცხადა, შეხვდნენ ოჯახის წევრებს და მაგან მიიღეს ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით.
შემთხვევა 4 ნოემბერს მოხდა. ოჯახის წევრები დაკითხვის დროს ამირან კვირიკაშვილის მიმართ პოლიციელების მიერ გამოყენებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობენ. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო - 28 წლის ამირან კვირიკაშვილის საქმე