Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაჩეჩილაძე: სამთავრობო ცვლილებებით გარემოს დაცვის სამინისტრო უფრო გაფართოვდება

13 ნოემბერი, 2017 13:22

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ დაგეგმილი სამთავრობო ცვლილებებით გარემოს დაცვის სამინისტრო უფრო გაფართოვდება. გუშინ გაჩეჩილაძე აცხადებდა, რომ თუ გარემოს დაცვის სამინისტრო გაუქმდებოდა, ის ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა. მისი შეფასებით, ჯობდა, ეს უწყება ცალკე დარჩენილიყო, თუმცა შემოთავაზებული მოდელიც არ არის ცუდი.

„ჩვენ მაინც გვირჩევია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე იყოს, მაგრამ ესეც არაა ცუდი ვარიანტი, რადგან ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში არის ასეთი მოდელი და პირიქით, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს სოფლის მეორნეობაში ეკოლოგიური ბიომეურნეობის განვითარებას“,- განაცხადა დეპუტატმა „ლიბეალთან“ საუბრისას.

გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ ის პარლამენტში კანონპროექტის განხილვის დროს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს თავის პოზიციას. მაგრამ თუ მაინც შემოთავაზებული მოდელი დარჩა, ის მხარს დაუჭერს მას. 

„გარემოს დაცვა სტრატეგიული მიმართულებაა და ყველაზე მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. იმიტომ, რომ ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნათა უმეტესი ნაწილი არის ეკოლოგიური მოთხოვნები. დირექტივების უდიდესი ნაწილი სწორედ გარემოს დაცვას ეხება. ამიტომ ჯობია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო იყოს ცალკე უწყება და გამოცხადდეს სტარატეგიულ მიმართუებად. ეს იქნება აქცენტირება იმაზე, რომ ესაა ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი უნიკალური ბუნების გადარჩენის, ასევე, ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით“.

გაჩეჩილაძის შეფასებით, თუკი შემოთავაზებული მოდელი დამტკიცდა და გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობა შეუერთდა, ამით პარლამენტსაც და სამინისტროსაც მეტი სამუშაო ექნება. 

ამ ორი უწყების გაერთიანებისა და სხვა სამთავრობო ცვლილებების შესახებ პრემიერმა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. მისი განმარტებით,ასეთი მოდელი ბევრ ევროპულ ქვეყანაში აპრობირებული. მაგალითად: ესპანეთში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში,  პორტუგალიაში, იტალიასა და ბულგარეთში.

გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უერთდება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^