Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნაირა გელაშვილმა სახალხო დამცველს ტოლერანტობის ჯილდო დაუბრუნა

20 ნოემბერი, 2017 14:47

„კავკასიური სახლის" გამგეობის თავმჯდომარემ, მწერალმა ნაირა გელაშვილმა სახალხო დამცველს ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის მიღებული ჯილდო დაუბრუნა. როგორც მწერალმა „ლიბერალს" უთხრა, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გიგა ბოკერიას და ნიკა გვარამიას გადაეცა.

„ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭეს ბოროტმოქმედებს, კრიმინალურ სუბიექტებს და სისხლის სამართლის დამნაშავეებს, რომლებიც, წესით, ციხეში უნდა ისხდნენ და იმიტომ არიან გარეთ, რომ ქვეყანას არ აღმოაჩნდა ძალა, აღესრულებინა მართლმსაჯულება.

ჩვენთვის, „კავკასიური სახლისთვის" ეს ჯილდო რაღაცას ნიშნავდა. „კავკასიურმა სახლმა" მიიღო არაერთი ასეთი ჯილდო სწორედ იმისათვის, რომ დასაცავებს იცავდა - ეთნიკურ, რელიგიურ უმცირესობებს, დეპორტირებული ხალხის უფლებებს. ამიტომ ეს ჯილდო სრულიად დამსახურებისამებრ მოგვანიჭეს და ის ჩვენთვის ძვირფასი იყო. მაგრამ ახლა ის გიგა ბოკერიას, გვარამიას, „რუსთავის 2-ს“ გადაეცა, ხალხს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ხალხის დარბევაში, გაუბედურებასა და წამებაში. ამ ჯილდომ უკვე თავისი თავი თვითონ გადახაზა და გააბათილა. ასევე, სახალხო დამცველის აპარატმა, ქომაგობისა და ტოლერანტობის ცნებები მთლიანად გადაშალეს და იყვნენ ახლა თავიანთ გამოშიგნულ მისიასთან ერთად", - ამბობს ნაირა გელაშვილი. 

მწერალმა ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო, რომელიც რამდენიმე წლის წინ „კავკასიურ სახლს" ერგო, დღეს სახალხო დამცველის ოფისში დატოვა.   

ომბუდსმენი გიგა ბოკერიასთვის ტოლერანტობის პრიზის გადაცემის გადაწყვეტილებას არ იზიარებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^