Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი გიგა ბოკერიასთვის ტოლერანტობის პრიზის გადაცემის გადაწყვეტილებას არ იზიარებს

20 ნოემბერი, 2017 15:21

ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ გიგა ბოკერიასთვის „ტოლერანტობის ქომაგის" პრიზის გადაცემასთან კავშირი არ აქვს და ეს გადაწყვეტილება რელიგიური საბჭოს წევრთა უმეტესობის მიღებულია. 

„ეს საბჭოს გადაწყვეტილებაა. სხვა დროსაც ყოფილა, რომ არ გამიზიარებია. მათი გადაწყვეტილებაა და ჩარევის უფლება არ მაქვს. ჩემი პირადი აზრი არა მგონია, ვინმესთვის საინტერესო იყოს. მე ვცადე შერჩევის პროცესი დამეხვეწა, რომ გამორიცხულიყო არაობიექტურობა და წინა წლებში ნაწილობრივ გამომივიდა. ჩემი აზრით, კრიტერიუმები უნდა იყოს მკაფიო, პროცესი გამჭვირვალე და ამ პროცესში არ უნდა იყოს კითხვის ნიშნები.

მით უმეტეს, ერთ-ერთ კრიტერიუმი ისიც იყო, რომ კანდიდატის განსაკუთრებული დამსახურება მიმდინარე წელს უნდა ყოფილიყო და აქ ყველას თავისი აზრი შეიძლება ჰქონდეს. მე დავუსვი ეგ კითხვა ბექას [მინდიაშვილს] და, როგორც ვიცი, ძველ საქმეებზეა საუბარი. მიმდინარე წელს ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში რომ რაიმე განსაკუთრებული შეეტანოს, მე პირადად, ვერ დავინახე", - ამბობს უჩა ნანუაშვილი. 

სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ 2017 წლის „ტოლერანტობის ქომაგები“ დააჯილდოვა. წლევანდელი ტოლერანტობის ქომაგი საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბოკერიაც გახდა.  

ნაირა გელაშვილმა სახალხო დამცველს ტოლერანტობის ჯილდო დაუბრუნა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^