Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შს მინისტრი: თუ სახანძრო ნორმების დარღვევა დადასტურდა, გადაწყვეტილება ძალიან მკაცრი უნდა იყოს

25 ნოემბერი, 2017 2:57

„ყველაფერს გამოძიება დაადგენს და თუ დადასტურდება სახანძრო ნორმების დარღვევა, ძალზედ მკაცრი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული და რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს საგამოძიებო პროცესის დასრულება,“- ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ „რუსთავი 2-თან“ საუბრისას განაცხადა.

მან იმ გარემოებებზე ისაუბრა, რის გამოც გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირება გახდა საჭირო. მისი განმარტებით, ამოიკვეთა, რომ სასტუმროში არ იყო დაცული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. 

„ინფორმაციით, რომელიც ჩვენ ამ წუთებში გვაქვს, შენობას არ გააჩნდა სახანძრო კიბე, ამიტომ მოხდა არა მხოლოდ მაშველების სახანძრო კიბის, არამედ სხვადასხვა ტექნიკის გამოყენების საშუალებით ადამიანების ევაკუირება, რომლებიც ბლოკირებულები იყვნენ მეშვიდე სართულზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოვუხადო მაშველებს, მათ შეძლეს ამოცანის გადაჭრა და ის ხალხი, რომელიც იყო ბლოკირებული, გადაარჩინეს“,- აცხადებს გახარია.

„ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის საქმეზე თავდაპირველად გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. მოგვიანებით კი 243-ე მუხლის მესამე ნაწილით გადაკვალიფიცირდა.

„ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის საქმეზე გამოძიების მუხლი გადაკვალიფიცირდა

"ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით,11 ადამიანი გარდაიცვალა, 15 კი დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გარდაცვლილების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.  მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები.

შსს: წინასწარი ინფორმაციით, „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^