Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ენმ: ველით ვანო მერაბიშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას

28 ნოემბერი, 2017 17:54

ვანო მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. პარტია მიესალმება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმეზე და საქართველოს მთავრობისგან პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ელის.

„ეს გადაწყვეტილება ისტორიულია, რადგან ევროსასამართლოს არსებობის 60-წლიან ისტორიაში სასამართლომ სულ მეექვსედ დაადგინა 18 მუხლის დარღვევა, ხოლო დიდი პალატის შემთხვევაში ეს იყო პირველი პრეცედენტი. 

მე-18 მუხლის დარღვევა ნიშნავს, რომ ადამიანის პატიმრობა ემსახურება არა მართლმსაჯულების განხორციელების, არამედ სხვა მიზნებს“, - განაცხადა ბიბილაშვილმა

ბიბილაშვილის თქმით, ყველა სხვა შემთხვევაში, როცა სასამართლომ დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა, ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება, მათ შორის პუტინის რუსეთი და იანუკოვიჩის უკრაინა, იძულებულები იყვნენ, უკანონო პატიმრები პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ.

„არჩევანი მარტივია - ან ოლიგარქიული რეჟიმი გააგრძელებს სახელმწიფო ინტერესების შემდგომ დაზიანებას, ან მან უნდა გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა 

ბიბილაშვილმა თეა წულუკიანს საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი იუსტიციის მინისტრი უწოდა. 

„მან სულ რაღაც 1 საათის წინ მისი ხელისუფლების მორიგი, უპრეცედენტო მარცხი წარმატებად წარუდგინა ჩვენს ხალხს. გამაოგნებელია, რომ მინისტრი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო სირცხვილისა და ნეგატიური პრეცედენტების გარდა არაფერი მოუტანია, მეექსვე წელია, ინარჩუნებს თანამდებობას. თუმცა, ოლიგარქიული ხელისუფლების პრიორიტეტების გათვალისწინებით, ეს სრულიად ლოგიკურია“, - განაცხადა ბიბილაშვილმა 

არამატერიალური ზარალის მიყენებისთვის საქართველომ ვანო მერაბიშვილს 4 000 ევრო უნდა გადაუხადოს - შესაბამისი გადაწყვეტილება ევროსასამართლომ დღეს გამოაქვეყნა. 

სასამართლოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილებას მხარი 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ დაუჭირა. 

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, მე-5 მუხლთან ერთად დაადგინა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^