Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი ფოფხაძე: ვაპირებ, ომბუდსმენის აპარატი ევროპულ რელსებზე გადავიყვანო

29 ნოემბერი, 2017 14:56

„ვაპირებ, პირველ რიგში სრულიად ევროპულ რელსებზე გადავიყვანო სახალხო დამცველის აპარატი, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფლებები, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, ეროვნებისა, სექსუალური მიმდინარეობისა, რელიგიური მრწამსისა, იყოს დაცული და არ იყოს დიფერენციაცია ადამიანებს შორის მათი რელიგიური, ან სექსუალური ნიშნით“ - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ომბუდსმენობის კანდიდატმა, გიორგი ფოფხაძემ.

იგი საქართველოში არ იმყოფება, ამიტომ, კომიტეტი მას სკაიპის მეშვეობით უსმენს.

„ამასთანავე, მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ ვართ ტრადიციების მიმდევარი ქვეყანა, ისევე, როგორც ის ქვეყანა, საიდანაც მე ახლა გერთვებით - საფრანგეთი... აქ პრიორიტეტი აქვს კათოლიკურ რელიგიას. გვინდა, თუ არ გვინდა, საფრანგეთში გაყოფილია სახელმწიფო და რელიგია. ჩვენთან ეს ასე არ არის. ამიტომ, პირველ რიგში მივიჩნევ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ, გვინდა არ გვინდა, ამ რელიგიის წარმომადგენლების, ასე ვთქვათ ისევე დამცველი, როგორც სხვა რელიგიის წარმომადგენლების. ტოლერანტობა განიხილავს იმას, რომ ჩვენ ყველა ერთნაირად უნდა [დავიცვათ]" - თქვა ფოფხაძემ.

ფოფხაძემ თავისი საქმიანობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღემდე საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტად მიიჩნევა, თუმცა ხელფასს არ იღებს. მან საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტად მუშაობა 2014 წლის ნოემბერში დაიწყო. 

მაშინ „ლიბერალი" დაინტერესდა, თუ რატომ გადაწყვიტა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, თანამშრომლად სიძულვილის ენით გამორჩეული ჟურნალისტი აეყვანა.

2014 წლის ნოემბერში „ლიბერალთან" საუბრისას მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე, თამარ კინწურაშვილი აღნიშნავდა, რომ გიორგი ფოფხაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელიც სიძულვილის ენითა და დისკრიმინაციული გამონათქვამებით გამოირჩევა. 

კინწურაშვილს ერთ-ერთ მაგალითად გაზეთ „კვირის ქრონიკიდან“ ამონარიდი მოაქვს, როდესაც ფოფხაძე ანტიდასკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ, სოსო ჯაჭვლიანის შესახებ საუბრობდა: „გიორგი ფოფხაძე, ჟურნალისტი: ...ევროპის კარი ტრაკით არა მხოლოდ შევაღეთ, ისე წინ წავედით, რომ უკვე იქა ვართ!.. თან უკუსვლით მივდივართ და თან, საჯდომით. სოსო ჯაჭვლიანმა არ შემოიტანა ტერმინი „მესაჯდომეები“ და ხმალამოღებული არ იბრძოდა პედერასტების წინააღმდეგ?! არადისკრიმინირებულო საქართველო, უკანალით შევდივართ ევროპაში?.. უმრავლესობა, როგორ იყო წელიწად-ნახევრის წინ ლექციებს რომ გვიკითხავდით, მიშა სააკაშვილმა მესაჯდომეებით გაავსო ქვეყანა და მამათმავლები თავზე დაგვასვაო!" კვირის ქრონიკა, 5-11 მაისი.

გიორგი ფოფხაძე ბრიუსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტად დაინიშნა

ფოფხაძე სახალხო დამცველის კანდიდატმა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსმა" დაასახელა. მისი კონკურენტი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების მიერ დასახელებული ნინო ლომჯარიაა. მას პარლამენტმა გუშინ მოუსმინა.

ომბუდსმენს პარლამენტი დღეს აირჩევს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^