Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

4 გამორჩეული ფილმი თბილისის კინოფესტივალის დღევანდელი საღამოს სეანსებიდან

05 დეკემბერი, 2017 17:08

4 დეკემბერს, 19:30 საათზე კინოთეატრ „ამირანში" თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი უნგრელი რეჟისორის ილდიკო ენიედის „ოქროს დათვის“ მფლობელი ფილმით „სულისა და სხეულის შესახებ" გაიხსნა. 

დღეს კინოჩვენებები რუსთაველისა და ამირანის კინოდარბაზებში 12:00 საათიდან დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. 

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის სრული პროგრამა დღეების მიხედვით

დღევანდელი საღამოს სეანსებიდან ჩვენ გირჩევთ: 

  19:00 საათზე  

ექიმ კალიგარის კაბინეტი“ (რეჟისორი: რობერტ ვინე; ქვეყანა: გერმანია; 1920)

მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი წარმოგიდგენთ სექციას „აპოლო - კინოს მეხსიერება", რომელიც მომზადებულია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მიერ საქართველო-გერმანიის წლის (2017) ფარგლებში.

სამეფო უბნის თეატრში რობერტ ვინეს ფილმ „ექიმ კალიგარის კაბინეტის" ჩვენებაზე დამსწრე საზოგადოებას საინტერესო საღამო ელის, რადგან 1920 წელს გადაღებული პირველი ექსპრესიონისტული ფილმის ჩვენება ცოცხალი მუსიკის, ჯაზ-ბენდის KÜSPERT & KOLLEGEN („კიუსპერტი და კოლეგები“) თანხმლებით ჩაივლის.

რობერტ ვინეს ამ ფილმით მსოფლიომ 1920 წელს პირველად ნახა ექსპრესიონიზმი დიდ ეკრანზე. ექსპრესიული მაკიაჟი, გამოკვეთილი, წვეტიანი ფორმები და დამახინჯებული სამყარო - ასეთია „ექიმ კალიგარის კაბინეტის" ვიზუალური სამყარო. 

KÜSPERT & KOLLEGEN ჯაზის კამერული ანსამბლია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და მუნჯი კინოს შედევრებს მუსიკალურად აფორმებს.

„ჩვენ ყოველთვის პულსზე გვიდევს ხელი - ძალიან თანამედროვე და არაპროგნოზირებად, ტრადიციული მუნჯი კინოს მუსიკისგან განსხვავებულ მუსიკას ვქმნით" - ამბობს გიტარისტი და კომპოზიტორი ვერნერ კიუსპერტი.

გოგიტას ახალი ცხოვრება  (რეჟისორი: ლევან კოღუაშვილი, საქართველო/ხორვატია/უკრაინა/რუსეთი, 2016, 72’) 

 

„გოგიტას ახალი ცხოვრება“ ყოფილი პატიმრის, 39 წლის გოგიტა ჩიტიშვილის ნამდვილი ისტორიაა, რომელიც 13-წლიანი სასჯელის შემდეგ მშობლიურ სოფელში, დედასა და ძმასთან ბრუნდება და  ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს. აქ მნიშვნელოვანია ერთი დეტალიც, რომელიც 90-იანი წლების „დაკარგულ თაობას“ გვახსენებს - თაობა, რომელმაც ცხოვრება ნარკოტიკებსა თუ კრიმინალურ-რომანტიკულ თავგადასავლებს გადააყოლა, თუმცა გაცილებით საშიშია, როცა უფროსი თაობის „რომანტიზებული მაგალითი“ გადამდებია და როცა გზა სინამდვილეში არსაით მიდის... არადა, თინეიჯერები სკოლის მერხებიდან თავის დროზე სწორედ „დაკაცების“ ამგვარ გაკვეთილებს გადიოდნენ. თუმცა „შემოდგომის დღეების“ მთავარი გმირის, ქალაქელი ჩეკისგან განსხვავებით, გოგიტა ალალი და სოფლელი კაცია, რომელიც, როგორც ამბობენ, „სხვისი დანაშაულისთვის იჯდა“. 

ფილმის შესახებ დათო ბუხრიკიძის რეცენზია იხილეთ ბმულზე 

21:00 საათზე 

„120 დარტყმა წუთში“ (რეჟისორი: რობინ კამპილიო; ქვეყანა: საფრანგეთი; 2017)

 

1990-იანი წლების დასაწყისი. თითქმის ათ წლის შემდეგ, რაც შიდსმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, Act Up-Paris-ის აქტივისტები გაორმაგებული ინტენსივობით გამოდიან ზოგადი ინდიფერენტულობის წინააღმდეგ. ჯგუფის ახალწვეულის, ნათანის სამყაროს სრულიად შეარყევს რადიკალი მებრძოლი შონი. 

„ამ ფილმს აქვს ის, რაც სათაურშია - გულისცემა. ის სიცოცხლით სავსეა“ - წერს The Guardian

„120 დარტყმა წუთში“ კანის წლევანდელ კინოფესტივალზე 4 პრიზის მფლობელი გახდა. ფილმს სექცია „ფრანგული კოლექციის“ ფარგლებში უჩვენებენ. 

ჰანა (რეჟისორი: ანდრეა პალაორო; ქვეყანა: იტალია/ საფრანგეთი / ბელგია; 2017) 

 

„ჰანა“ არის ქალის სიღრმისეული პორტრეტი, რომელიც რეალობასა და ილუზიას შორის არის გაჭედილი. ის დაპატიმრებული ქმრის შედეგებს მარტო უმკლავდება. 

ვენეციის კინოფესტივალზე შარლოტ რემპლინგი მთავარი როლის შესრულებისთვის  დააჯილდოვეს. ფილმი ასევე დაჯილდოვდა ჩიკაგოს წლევანდელ კინოფესტივალზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^