Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახა ბექაური TI-ის დასკვნას არაკვალიფიციურს უწოდებს

12 დეკემბერი, 2017 17:14

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას არაკვალიფიციურს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი  განათლება და დიპლომი სრულად აკმაყოფილებს მაუწყებლობის შესახებ კანონის მოთხოვნებს. 

„კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა 1986-1992 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, რომლის დიპლომიც გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან და ის სრულად შეესაბამება მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს. ცნობისთვის, კიბერნეტიკა არის მეცნიერება ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ და იგი შეისწავლის ელექტრონულ მოწყობილობებს შორის ინფორმაციის გადაცემას, მიღებას , დამუშავებას, შენახვა და ამ ინფორმაციის გამოყენებას მართვისთვის, შესაბამისად კიბერნეტიკა ელექტრონულ კომუნიკაციებს მოიცავს. შეგახსენებთ, რომ კომისიის წევრების არჩევასა და დაკომპლექტებაში ჩართულია როგორც აღმასრულებელი ისე საკანონდებლო ხელისუფლება. კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსზე საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს კონკურსანტთა სიას, შემდეგ მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტი თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე სამ კანდიდატურას არჩევს , რომელიც ასევე ღია წესით ქვეყნდება. შემდეგ კანდიდატურები წარედგინება პრემიერ- მინისტრს კონტრასიგანციის მისაღებად, მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრი კონტრასიგანაციას გასცემს, პრეზიდენტი შერჩეულ წევრებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. სწორედ აღნიშნული პროცედურების გავლითა და დაცვით იქნა 2013 წელს კახა ბექაური მარეგულირებელი კომისიის წევრად 83 ხმით 6 წლის ვადით არჩეული. 2013 წელს სწორედ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გამოცხადებული კონკურსის პარალელურად გარკვეული ჯგუფების მიერ კახა ბექაურის დიპლომი და განათლება იყო განხილვის საგანი, თუმცა როგორც აღმასრულებელმა ასევე საკანონდებლო ხელისუფლებამ აღნიშნული საკითხი შეისწავლა და მას შემდეგ რაც დარწმუნდა რომ თემის მიმართ ხელოვნური აჟიოტაჟი იყო შექმნილი და კახა ბექაურის განათლება და დიპლომი სრულად აკმაყოფილებდა მაუწყებლობის შესახებ კანონის მოთხოვნებს, ის კომისიის წევრად აირჩიეს. საკითხის ამოწურვიდან 4 წლის შემდეგ საერთაშირისო გამჭვირვალობის მიერ არაკვალიფიციური და ცრუ ინფორმაციის შემცველი დასკვნის გამოქვეყნება არის მცდელობა შელახოს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის საქმიანი რეპუტაცია და შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში”, - განმარტავენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“  მიერ წარმოებული კვლევის მიხედვით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს, თანამდებობის დაკავებისათვის კანონით დადგენილი აკადემიური ხარისხი არ გააჩნია, კერძოდ ის არის მათემატიკოსი, კანონი კი კომისიის წევრობისთვის აუცილებელ პირობად სხვა სპეციალობის განათლებას ითხოვს.

TI: ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეობისთვის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^