რამდენიმე წუთის წინ კულტურის სამინისტროში ფრანკფურტის ფესტივალთან დაკავშირებული შეხვედრიდან გამოსულმა ლაშა ბუღაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„ერთი სიტყვით იყო ძალიან ემოციური და კონსტრუქციული შეხვედრა. ყველა გამოვდიოდით საერთო პასუხისმგებლობიდან, რომ ფრანკფურტში ქართული ლიტერატურის წარდგენა ეს არის ისტორიული მოვლენა ქვეყნის ცხოვრებში. ჩვენ გავაგრძელებთ ჩართულობას ამ პროცესში მომავალშიც. კონკრეტული შედეგის სახით ჩვენ შეგვიძლია გითხრათ მანანა ბერიკაშვილი გავიდა პროექტიდან და ეროვნული წიგნის ცენტრი გააგრძელებს მუშაობას ამ პროექტზე. ქალბატონი დეა რჩება თავის გუნდთან ერთად. მადლობა ქალბატონ მანანას ამ ღირსეული ნაბიჯისთვის. მან თქვა რომ თუ პრობლემაა ის მზადაა გავიდეს პროექტიდან.“ - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.
მინისტრი: ეს ემოციური განცხადება იყო, მანანა ბერიკაშვილის პროექტიდან გასვლა წარმოუდგენელია
ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მენეჯმენტში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავდა. ამ გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდა წიგნის ეროვნული ცენტრის მენეჯმენტი. წიგნის ეროვნული ცენტრის მენეჯმენტის პოზიციების დასაცავად არაერთი ღია წერილი გავრცელდა. მათ შორის მინისტრს წერილით მიმართა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭომ, გამომცემლებმა და მწერლებმა. ისინი მინისტრისგან წიგნის ეროვნული ცენტრის მენეჯმენტის პოზიციების გათვალისწინებას ითხოვდნენ.
GNBC-ის საბჭოს განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებები ფრანკფურტის ბაზრობის პროექტს შეაფერხებს
წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა კულტურის სამინისტროს მიმართა - მედეა მეტრეველის ინიციატივა