კულტურის მინისტრის თქმით, მანანა ბერიკაშვილმა განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა, ამიტომ ორშაბათს, მას შემდეგ რაც ფუნქცია-მოვალეობები გაირკვევა, მერე დაზუსტდება ყველაფერი.
მინისტრის თქმით, მანანა ბერიკაშვილის პროექტიდან გასვლა მისთვის წარმოუდგენელია.
რამდენიმე წუთის წინ კი შეხვედრიდან გამოსული ლაშა ბუღაძის თქმით "მანანა ბერიკაშვილი გავიდა პროექტიდან და ეროვნული წიგნის ცენტრი გააგრძელებს მუშაობას ამ პროექტზე. ქალბატონი დეა რჩება თავის გუნდთან ერთად. მადლობა ქალბატონ მანანას ამ ღირსეული ნაბიჯისთვის. - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.
ლაშა ბუღაძე: მანანა ბერიკაშვილი გადის ფრანკფურტის პროექტიდან
კულტურის მინისტრთან მწერლების, მთარგმნელების და გამომცემლების შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მენეჯმენტში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავდა. ამ გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდა წიგნის ეროვნული ცენტრის მენეჯმენტი. წიგნის ეროვნული ცენტრის მენეჯმენტის პოზიციების დასაცავად არაერთი ღია წერილი გავრცელდა. მათ შორის მინისტრს წერილით მიმართა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭომ, გამომცემლებმა და მწერლებმა. ისინი მინისტრისგან წიგნის ეროვნული ცენტრის მენეჯმენტის პოზიციების გათვალისწინებას ითხოვდნენ.