„მამაი ჩვენი ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დღეს არის ბოლო ჟამის ახალი მოციქული უფლისა" - ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „კვირის პალიტრა" ავრცელებს.
„ქრისტეს 12 მოციქულიდან საქართველოში ქრისტიანობა იქადაგა წმ. ანდრია პირველწოდებულმა, წმ. სვიმონ კანანელმა და წმ. მატათამ. წმ. ნინოს ქადაგების შედეგად საქართველო გახდა ქრისტიანული ქვეყანა.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დღეს არის ბოლო ჟამის ახალი მოციქული უფლისა, ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!" - ნათქვამია სინოდის განცხადებაში.