Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამრეკელაშვილი: „ბოლო ჟამის ახალი მოციქული" თითქმის მკრეხელური წოდებაა

26 დეკემბერი, 2017 11:32

პატრიარქის მოხსენიება, როგორც „ბოლო ჟამის ახალი მოციქული უფლისა“, თეოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან ამბიციური და თითქმის მკრეხელურიც კია - ასე აფასებს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მიერ პატრიარქ ილია II-ის „ბოლო ჟამის ახალ მოციქულად" წოდებას. გამრეკელაშვილის თქმით, ამ გამოთქმით სინოდი პატრიარქს სიცოცხლეშივე რაცხს მოციქულთასწორად და ამავე დროს აცხადებს, რომ მათ იციან ესქატონის გასრულების შესახებ, ანუ ბოლო ჟამის დადგომას ადასტურებენ.

სინოდის განცხადება გუშინ „კვირის პალიტრამ" გაავრცელა. მირიან გამრეკელაშვილის შეფასებას, რომელიც მან „ლიბერალს" მიაწოდა, უცვლელად გთავაზობთ:

„უნდა აღვნიშნოთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქის ორმოცწლიანი მმართველობის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაჯერებულია, კომუნისტი ფუნქცონერის პატივსაცემად მოფიქრებული ქება-დიდების მსგავსი ეპითეტებითა და ხოტბით. ხშირად ისმის ხოლმე მისი შედარება წინასწარმეტყველ მოსესთან, რომელმაც 40 წელი ატარა ებრაელი ერი უდაბნოსა შინა, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების მისტერიასთან თუ სხვა სიმბოლურ მოვლენასა და პიროვნებასთან. საქმე იმ დონის უნამუსობამდეც კი მიდის, რომ რეალობისგან სრულიად საპირისპირო რამეს ამტკიცებენ ამგვარი დითირამბებით. მაგალითად, ამბობენ, რომ პატრიარქი ილია მეორე საერთაშორისო ავტორიტეტია და ჩვენი ეკლესია ასე ცნობილი აქამდე ჯერ არ ყოფილა. არადა ეს, მაშინ, როდესაც საერთაშორისო, ქრისტიანული წრეები ერთსაც და მეორესაც რუსეთის ორბიტაზე მყოფად განიხილავს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1997 წლიდან მოყოლებული აღარც ერთ საერთაშორისო ღონისძიებაზე არ წარმოჩენილა სრული სისავსით და ბოლო შესაძლებლობაზეც, კრეტის 2016 წლის საერთო მართლმადიდებელ კრებაში მონაწილეობაზეც უარი თქვა რუსეთის თხოვნის გამო, არადა მანამდე დელეგაციის წარგზავნა იყო გადაწყვეტილი.

 ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, თუმცა სინოდის განცხადებამ მისი ბოლო ჟამის მოციქულობასთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვა რომ რეკორდი მოხსნა: „ქრისტეს 12 მოციქულიდან საქართველოში ქრისტიანობა იქადაგა წმ. ანდრია პირველწოდებულმა, წმ. სვიმონ კანანელმა და წმ. მატათამ. წმ. ნინოს ქადაგების შედეგად საქართველო გახდა ქრისტიანული ქვეყანა.უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დღეს არის ბოლო ჟამის ახალი მოციქული უფლისა, ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!"

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ეს ეპიტეთი ჩასმულია, ისტორიული ექსკურსის ხასიათის მქონე ჩამონათვლის შემდეგ და წარმოადგენს თითქოსდა ერთგვარ ქრონოლოგიურ გაგრძელებას, რომელშიც პერიოდი - წმინდა ნინოდან პატრიარქ ილია მეორემდე უბრალოდ დაიგნორებულია, ანუ აღნიშვნის ღირსიც არაა.

თავად მოხსენიება „ბოლო ჟამის ახალი მოციქული უფლისა“, თეოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან ამბიციური და თითქმის მკრეხელურიც კია. ამ გამოთქმით სინოდი პატრიარქს სიცოცხლეშივე რაცხს მოცუქლთასწორად და ამავე დროს აცხადებს, რომ მათ იციან ესქატონის გასრულების შესახებ ანუ ბოლო ჟამის დადგომას ადასტურებენ. მართლმადიდებლურ სამყაროში ამგვარ ეპითეტს მხოლოდ ალექსანდრიის პაპ-პატრიარქები იყენებდნენ უწინ, თუმცა დღესდღეობით ამგვარი ტიტულატურა არ გამოიყენება და იგი მხოლოდ ისტორიულად არის მიჩნეული. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ნამდვილად არის უდავოდ ნიჭიერი და მრავალმხრივ გამორჩეული ადამიანი, ეკლესიის საჭეთმპყრობელი, რომელმაც მართლაც საინტერესო გზა განვლო მოღვაწეობისა, მაგრამ სინოდის მიერ მისი უკანასკნელი დღეების მოციქულად გამოცხადება უკვე ძალიან გადამლაშებაა, ჩემი მოკრძალებული აზრით", - წერს გამრეკელაშვილი. 

სინოდი: ილია II არის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ბოლო ჟამის ახალი მოციქული უფლისა

„უკანასკნელი მართლმადიდებლები დედამიწაზე“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^