„ჩვენ ერთად ვქმნით ახალ წელს", - თბილისის მერიისა და კახა კალაძის Facebook-გვერდზე 40-წამიანი ვიდეორგოლი დაიდო, რომლის მომზადებაშიც მერიამ 115 186 ლარი გადაიხადა.
თბილისის მერიამ ვიდეორგოლის დასამზადებლად ხელშეკრულება შპს „ბეთერ ფლაისთან“ გააფორმა, რომლის დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელი არის დავით ჯაში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, დავით ჯაშმა 2016 წელს პარტია „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მერიამ შპს „ბეთერ ფლაის" მომსახურება გამარტივებული შესყიდვის წესით შეიძინა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომსახურების გამწევ კომპანიას თავად შემსყიდველი (თბილისის მერია) ირჩევს და არ ცხადდება ტენდერი, რომელშიც მონაწილეობის მიღება სხვა დაინტერესებულ კომპანიებსაც შეუძლია.