Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლომჯარიამ ნანუაშვილის დროს 105 000 ლარად შეძენილი ავტომანქანა ფინანსთა სამინისტროს გადასცა

27 დეკემბერი, 2017 11:56

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. ნინო ლომჯარიას გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველის აპარატის კუთვნილი ავტომანქანა მერსედეს-ბენცი (GLA) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცა 

სახალხო დამცველი ვერ ხედავს აპარატისთვის მერსედეს-ბენცის (GLA) მონაცემების და მოდელის მქონე ავტომანქანის საჭიროებას, მითუმეტეს, რომ ყოველწლიურად იზრდება მისი შენახვის ხარჯი, რაც გაუმართლებლად აზარალებს აპარატის ბიუჯეტს. აქვე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 2016 წლის მარტში ამ ავტომანქანის შეძენას საზოგადოებისა და მედიის მხრიდან ხანგრძლივი უარყოფითი შეფასებები მოყვა.

პროცედურის თანახმად, მომსახურების სააგენტო ავტომობილს აუქციონის წესით გაყიდის და მიღებულ თანხას ცენტრალურ ბიუჯეტს გადასცემს.

აღსანიშნავია, რომ „ლიბერალმა“ 2016 წლის მარტში, მაშინ, როცა უჩა ნანუაშვილი იკავებდა სახალხო დამცველის თანამდებობას გამოაქვეყნა მასალა, სადაც ნათქვამი იყო, რომ  სახალხო დამცველის აპარატი ავტომობილ Hynday-ს სანაცვლოდ 105 500 ლარის ღირებულების Mercedes-Benz GLA-ს ყიდულობს.

„105 000-ლარიანი მანქანა ნათია კაციტაძისთვის" - დამალა თუ არა ნანუაშვილმა ინფორმაცია

სახალხო დამცველის განცხადებით, ასევე, საზოგადოების მაღალ ინტერესს წარმოადგენდა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიერ დაწყებული სასამართლო დავების საკითხი.

„აღსანიშნავია, რომ ოთხივე თანამშრომელმა, რომლებმაც სარჩელი სახალხო დამცველის აპარატის წინააღმდეგ შეიტანეს, სარჩელის გამოხმობის გადაწყვეტილება მიიღეს, რასაც სახალხო დამცველი დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მსგავსი კონსტრუქციული დამოკიდებულება ხელს შეუწყობს კეთილგანწყობილი სამუშაო გარემოს შექმნას.

სახალხო დამცველმა აღასრულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და 2016 წელს გათავისუფლებული ი.ჭ. საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე აღადგინა“,-ნათქვამია გავცრელებულ განცხადებაში. 

სახალხო დამცველი მომდევნო თვის დასაწყისში  საზოგადოებას ახალ მოადგილეებს წარუდგენს, რომლებიც ადმინისტრაციულ საკითხებთან ერთად კონკრეტულ სფეროებს უხელმძღვანელებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^