ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები პოეტ ზვიად რატიანს სოლიდარობას უცხადებენ. ისინი იმედოვნებენ, რომ უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მას და მისი ოჯახის წევრებს საფრთხე არ დაემუქრებათ.
სოლიდარობის წერილს ხელს აწერენ: დეა მეტრეველი, მაია დანელია, ირინე ჭოღოშვილი, დოდო გუგავა, ნათია ლურსმანაშვილი, ნინო ნადიბაიძე, სალომე მაღლაკელიძე, სოფო ძიძიგური, სალომე ჯაფარიძე, ლია ქართლელიშვილი, ქეთევან ბერაძე.
პოეტ ზვიად რატიანს პოლიციელებმა სცემეს
ზვიად რატიანი: იყვნენ აგრესიულები, ჩამტენეს მანქანაში, მეუბნებოდნენ - ეს რა ფერია, რა გაცვია ბიჭოო
ზვიად რატიანი სასამართლო პროცესზე ტვინის შერყევის გამო ვერ გამოცხადდა
ფოტო: წიგნის ეროვნული ცენტრი