საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ და ვებგვერდის (1tv.ge) რედაქტორმა ირინა დეკანოიძემ ქარტიის პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს.
ქარტიას საჩივრით მწერლებმა და საზოგადოების სხვა წევრებმა "მოამბის" ეთერში, ზვიად რატიანის შესახებ გავრცელებული ვიდეოს გამო მიმართეს(27 დეკემბერს, პირველ არხზე, მოამბის საღამოს გამოშვებაში (18:18 საათზე) გავიდა სიუჟეტი ზვიად რატიანის საქმეზე, რომელსაც თან ერთვოდა შსს-ს მიერ მომზადებული ზვიად რატიანის დაკავების ვიდეომასალა, ვიდეომასალა ასევე დევს არხის ვებგვერდზე სათაურით, "შსს-ს ვიდეომასალა, ზვიად რატიანის საქმეზე, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო").
ეთიკის ქარტიის პირველი მუხლის მიხედვით:"ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".
მეათე პრინციპი კი ამბობს, რომ "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი".
სხდომას მხოლოდ განმცხადებლები ესწრებოდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს საქმის განხილვაში არ მიუღიათ მონაწილეობა.
საჩივრის შინაარსი