საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვასილ ვაღლაფერიძის განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიურო არ იხურება, არამედ მისი გაძლიერებაა დაგეგმილი.
„ტერმინი ევრიპის ბიურო იხურება არის ტყუილი. ბიურო ხომ არ გგონიათ რომ იქ რაიმე ოფისი გვქონდა. იყო ნაქირავები ბინა სადაც ჟურნალისტი ცხოვრობდა. გვჭირდება რომ უფრო მობილურები ვიყოთ სხვადასხვა ქალაქში. ამას ვაპირებთ, ამისთვის მეტი თანხა იქნება გამოყოფილი. ბრიუსელში რაც იყო იმის შენახვა 360 000 ჯდებოდა. ეს თანხა იქნება გამოყენებული კონკრეტულად, მიზანმიმართულად. ჩვენ დავთვალეთ და ლიგიკურია, სადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ექვსი ჟირნალისტი რატომ უნდა გამოვიყენოთ ერთი. რატომ უნდა ვაცხოვროთ მუდმივად იქ ადამიანი, როცა შეგვიძლია სხვაგვარად გამოვიყენოთ. უვიზო მიმოსვლაა, ჩვენი ჟურნალისტები უპრობლემოდ მიდიან და აშუქებენ. შეაფასეთ იგივე უკრაინის მოვლენები როგორ გაშუქდა. ეს ხდება მხოლოდ მეტი მოქნილობისთვის. ჩვენთვის საერთაშორისო თემა არის პრიორიეტული და გვინდა უფრო კარგად გამოვიყენოთ რესურსი“,- განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა ვასილ ვაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე.
ქეთი ქარდავა: საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის ბიუროს ხურავს
სამეურვეო საბჭოს წევრი სულხან სალაძე არხის გადაწყვეტილებას ევროპის ბიუროს დახურვად აფასებს და ამბობს, რომ თუკი ბრიუსელის ბიურო არ იქნება, ის მხარს არ დაუჭერს ბიუჯეტის დამტკიცებას.
„ბოურო ტერმინი ეს არავის მოგვიგონია, ეს ეწერა ბოუჯეტში რომელიც დამტკიცდა 2017 წელს. ეს არის პილიტიკური განაცხადი. იმ ფონზე როცა სახელმწიფოს აქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები, ის თუ როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა საქართველოში, ის რომ სახელმწიფოს აქვს გაცხადებული კურსი და ა. შ. ამ ფონზე ბრიუსელის ბიუროს დახურვა არის გაუმართლებელი. ჩემთვის ერთ-ერთი ამოსავალი საკითხი დავუჭერ თუ არა მხარს ბიუჯეტს არის ეს. თუკი გაუქმდება ბიურო არ დავუჭერ მხარს. უფრო მეტიც ჩვენ ბიურო უნდა გვქონდეს ვაშინგტონში, თეირანში, ბაქოში. ამაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული და არა იმაზე რომ ბიურო დავხუროთ. ეს ჩემთვის არის პოლიტიკური განაცხადი და მიუღებელი“,- განაცხადა სულხან სალაძემ.