Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წიქარიშვილი: შევეცდებით, რომ ნარკოდანაშაულზე უფრო ხელმისაწვდომი გახდეს შეწყალების აქტი

29 დეკემბერი, 2017 21:02

„შეწყალების კომისიასთან გაგრძელდება მუშაობა და ჩვენ შევეცდებით, რომ ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირებისთვის, უფრო ხელმისაწვდომი გახდეს შეწყალების აქტი, ვიდრე ის აქამდე არის“, - ამის შესახებ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა განაცხადა.

დღეს, პრეზიდენტი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდა.

„[შეწყალების] დღეს მოქმედი კრიტერიუმები არ არის ხელმისაწვდომი იმ მსჯავრებულებისთვის, რომლებიც მსჯავრს იხდიან მიზერულ ოდენობაზე, ვინაიდან კანონით ეს მიზერული ოდენობები ითვლება განსაკუთრებით და დიდ ოდენობად [ვინაიდან რიგ ნარკოტიკულ საშუალებებზე არ არის განსაზღვრული თუ რა უნდა ჩაითვალოს მცირე ოდენობებად, შესაბამისად, ამ ნარკოტიკული საშუალებების ნებისმიერი ოდენობა ავტომატურად დიდ ოდენობად ითვლება], ამის გამო მათ შეწყალებაც ნაკლებად ეხებათ ხოლმე... შესაძლოა, სამუშაო პროცესის შემდგომ, შეწყალების აქტი ხელმისაწვდომი გახდეს მათ შორის იმ ადამიანებისთვის ვინც ე.წ. დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობებზე არიან მსჯავრდებულები“, - ამბობს წიქარიშვილი. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა,  „შესაძლოა ვისაუბროთ შეწყალების კომისიის მექანიზმის დებულების ცვლილებაზეც, თუმცა ეს ჯერჯერობით სამუშაო პროცესია".

„რამდენად უფრო ლიბერალური გახდება, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ ვიმუშავებთ ჩვენ, შეწყალების კომისია ამ კოალიციის წარმომადგენლებთან და როგორ ჩამოვაყალიბებთ საერთო ხედვებს, უფრო კონკრეტულად ამ ეტაპზე გამიჭირდება თქმა, ეს სამუშაო შეხვედრები წარმოაჩენს, რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ“, - ამბობს ზვიად ქორიძე. 

შეწყალების კომისიასთან სამუშაო შეხვედრა იანვრის დასაწყისში ჩაინიშნა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისი თქმით, საქართველოში მუშაობდა და სამწუხაროდ, მუშაობს ნარკოპოლიტიკა, რომლის შედეგიც სტატისტიკის თვალსაზრისით არ არის და რომელიც აუბედურებს ბევრ ადამიანს.

„მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენს საზოგადოებაში იხილება ეს თემა. მე მიხარია, რომ ნელნელა გამოვდივართ იმ სტერეოტოპებიდან, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სტიგმატიზაციას ახდენდა. შემიძლია ზოგადად ვუთხრა ყველას, ვინც ამ საკითხზე ფიქრობს - როდესაც შენი პოლიტიკა უკეთეს შედეგს არ იძლევა, როცა ის აკრძალვები და სიმკაცრეები, რომელიც მოიფიქრე შედეგს, არ გაძლევს, ჯობია, რომ ეს აკრძალვები მოხსნა, ჯობია ადამიანები თავისუფლები იყვნენ და ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის უფრო ადეკვატური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^