დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში კლუბ „ბასიანის" თანამშრომლების დაჭრაში და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. თამაზ ქვლივიძეს მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 იანვარს თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. რის შემდეგაც პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.
გამოძიების ინფორმაციით, თამაზ ქვლივიძემ კლუბ „ბასიანთან“ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს მიმდინარე წლის 13 იანვარს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. ინციდენტის დროს, ბრალდებულმა, ასევე, დაზიანებები მიაყენა კლუბ „ბასიანის“ დაცვის ორ თანამშრომელს.