Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შრომის ინსპექცია იაშვილის კლინიკაში შრომის უფლებებს შეისწავლის

23 იანვარი, 2018 18:25

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტი მომავალ კვირაში იაშვილის სახელობის კლინიკაში შრომის უფლებების შესწავლას დაიწყებს. 

სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი წარმომადგენლები გამოიკითხავენ „ლიბერალში“ გამოქვეყნებული მასალის დეტალებს, სადაც იაშვილის ერთ-ერთი სანიტარი ჰყვება, რომ კლინიკის დირექტორი, შოთა ჯოგლიძე მას და მის კოლეგა სანიტრებს, ყოველდღე, მორიგეობით, თავის საცხოვრებელ სახლს; ავჭალაში მის მფლობელობაში არსებულ ფართს და ხანდახან აგარაკს ალაგებინებს. გაწეულ სამსახურში კი ფულს არ უხდის: „მომავალ კვირას შრომის ინსპექციამ კლინიკაში დასაქმებულთა შრომითი უფლებების მონიტორინგი უნდა დაიწყოს და ამ დეტალების გარკვევასაც შევეცდებით”.

იაშვილში დასაქმებულთა შრომის უფლებების შესწავლის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს „სოლიდარობის ქსელმა” მას შემდეგ მიმართა, რაც ცნობილი გახდა, რომ კლინიკიდან, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, 100-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა. კლინიკის ადმინისტრაციამ ამის მიზეზად რეორგანიზაცია დაასახელა. ყოფილი თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ გათავისუფლების მიზეზი მათთვის არადამაჯერებელია და გარკვეული ნაწილი სასამართლო დავას აპირებს. 

აქამდე შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი ინსპექციის დეპარტამენტს არ ჰქონდა. 2018 წლის 1 იანვარს დამტკიცდა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ამ უწყებას საშუალებას აძლევს, დამსაქმებლისგან წინასწარი ნებართვის აღების შემდეგ, დასაქმებულთა შრომითი პირობების გარდა, უფლებებიც შეისწავლოს (ხელშეკრულებები, სამუშაო გრაფიკი, ზეგანაკვეთური შრომა და ა.შ).

თუმცა პროგრამით ძალაში რჩება რეკომენდაციების გაცემის პრაქტიკა - თუ დამსაქმებლის მხრიდან შრომითი პირობების ან უფლებების დარღვევა გამოვლინდა, შრომით ინსპექციას მისი დაჯარიმება არ შეეძლება, დეპარტამენტი მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემს (რეკომენდაციებისა და დარღვევების შესახებ ინფორმაცია საჯაროა).

ამავე თემაზე: იაშვილის კლინიკის სანიტარი - „დირექტორი თავის სახლს და აგარაკს გვალაგებინებს“

ამავე თემაზე: იაშვილის კლინიკიდან ათეულობით ადამიანი გაათავისუფლეს​

ამავე თემაზე: შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი მიენიჭა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^