
გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) სასამართლო პროცესის შემდეგ დაკავებული ბექა წიქარიშვილის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა თავართქილაძე განიხილავს. „თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტი გუშინ მანდატურებმა სასამართლოს შენობის მინის აგურით ჩამსხვრევის გამო დააკავეს. „ლიბერალის“ კორესპონდენტის ცნობით, ადვოკატმა საქმის მასალების გასაცნობად ერთი საათი მოითხოვა.
წიქარიშვილის მიმართ გამოძიება დაწყებულია ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით. ერთი გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას, მეორე მუხლი კი სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
გუშინ მანდატურის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, სასამართლოში წესრიგის დარღვევისთვის რეჟისორი თორნიკე ბზიავა 500 ლარით დაჯარიმდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილი („ბახალა) დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.