Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის მერის მოადგილე: იპოდრომის ნაწილს კერძო მესაკუთრე მუნიციპალიტეტს გადასცემს

24 იანვარი, 2018 16:04

დღეს თბილისის მთავრობის სხდომას საკრებულოს წევრებიც დაესწრნენ. საკრებულოს დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის მთავრობისთვის კონკრეტული კითხვები ჰქონდათ. კერძოდ, დეპუტატები მოითხოვდნენ განმარტებას ტენდერის შესახებ, რომელიც იპოდრომის ტერიტორიაზე ესტაკადის გავლის საკითხს ეხება. 

„ხელახლა გამოცხადდა ამ ესტაკადაზე ტენდერი და ჩვენ გვაინტერესებდა, რომ თუკი მაშინ ბიძინა ივანიშვილი წინააღმდეგი იყო, რომ მის კერძო ტერიტორიაზე, იპოდრომზე გაევლო ესტაკადას, დღეს რა მოხდა და რა შეიცვალა,“ - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ოპოზიციას თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძე უპასუხა. ის ამბობს,რომ იპოდრომის მონაკვეთს, სადაც გზა უკვე გადის, კერძო მესაკუთრე მუნიციპალიტეტს გადასცემს. ბითაძის თქმით, განიხილება ადგილმონაცვლეობის საკითხი. 

„ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც კერძო საკუთრებაზე გვაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, ადგილმონაცვლეობა განიხილება. თუმცა, წინასწარ უკვე შეთანხმება გვაქვს. იპოდრომის ტერიტორიაზე, სადაც უკვე გზა არსებობს, მუნიციპალიტეტს გადმოეცემა კერძო მესაკუთრის მხრიდან, რადგან ეს არის თავისი შინაარსით საჯარო ტერიტორია,“ - განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისის მერიამ  ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მოსაწყობად ტენდერი რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. 

„დღეს საბურთალოს ქუჩიდან მომავალი ნაკადი ცალმხრივი მოძრაობით მიემართება ცინცაძის ქუჩაზე და წარმოადგენს ერთადერთ მისასვლელ გზას მჭიდროდ დასახლებული უბნის განაშენიანების ზონაში. აღნიშნულ გზაზე ნებისმიერი შეფერხება გამოიწვევს ხანგრძლივ საცობს რაც თავის მხრივ გააუარესებს დასახლებული პუნქტების ეკოლოგიურ მდგომარეობას, როგორც ხმაურის, ისე გამონაბოლქვის შედეგად ჰაერის დაბინძურებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა სატრანსპორტო კვანძის ორ დონეში გახსნის აუცილებლობა, რაც თავის მხრივ გულისხმობს ესტაკადის მეშვეობით ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ სატრანსპორტო ნაკადების გატარების ყოველგვარი საკონფლიქტო წერტილების გარეშე, გარდა ამისა ესტაკადის ქვეშ შეფერხებისა და საკონფლიქტო წერტილების გარეშე გაივლის ყაზბეგის ქუჩიდან იყალთოს გვირაბისკენ მიმავალი სატრანსპორტო ნაკადები“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში. 

განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ მთლიანად ტრასის სიგრძე ესტაკადის ჩათვლით უნდა იყოს 245 მ, აქედან ასასვლელი პანდუსი 88 მ, ესტაკადა 26 მ და ჩამოსასვლელი პანდუსი 131 მ.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 2,901,669  ლარია. 

მერიამ ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^