Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეცნიერებათა აკადემია: „ნარკოტიკი, გინდ მსუბუქი იყოს და გინდ მძიმე, ათაყვანებს“

24 იანვარი, 2018 17:45

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია იმ შეხვედრას აფასებს, სადაც მათივე ინიციატივით, მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის ინიციატორებს შეხვდნენ. 

როგორც აკადემიაში ამბობენ, 12 იანვარს გაიმართა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა თემაზე: „ლიბერალების „თეთრი ხმაური“ და საზოგადოების შავი პიარი".

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მწვავე დიალოგმა და აზრთა სხვადასხვაობამ ნათლად აჩვენა „თუ რა საფრთხეებს უქადის საქართველოს ნარკოპოლოტიკის აღვირახსნილი ლიბერალიზაცია“.

„ეს სხდომა  ჩვენს ისტორიაში დარჩება ერთ-ერთ მტკივნეულ ფურცლად, სადაც ნათლად გამოიკვეთა ეროვნული სულისკვეთების, მომავალ თაობებზე მოფიქრალთა ერთი გუნდი და უპასუხიმგებლო დეპუტატთა და არასამთავრობოთა ჯგუფი, რომლებიც   ქართველ  ერს გენოციდისაკენ მიაქანებს.

როგორც ირკვევა, დეკრიმინალიზაცია ფრთებს ასხამს „ნარკობარიგებს“, რომლებიც უპრობლემოდ შესთავაზებენ მომხმარებელს „პროდუქტს“ თუმცა ამ პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ დეკრიმინილიზაცია სულაც არ შეეხება ნარკოტიკის გამავრცელებელს და ისინი დაისჯებიან კანონის შესაბამისად. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ექსპერტ-ნარკოლოგი გელა ლეჟავა ადასტურებს, რომ ინტერნეტი და მობილური ნარკოტიკების გავრცელების „შესანიშნავი“ საშუალებაა. მესიჯების მეშვეობით ნარკოტიკების გასაღების პრობლემა არა მარტო  საქართველოს, სხვა ქვეყნებსაც აწუხებს, მაგრამ უცხოეთის ქვეყნებში სახელმწიფო ერევა ამ საკითხში და ასე თუ ისე, აგვარებს ამ პრობლემას.

აკადემიაში არაერთი ცნობილი  ნარკოლოგი და ფსიქოლოგი იყო მოწვეული და თითქმის ყველა შეთახმდა, რომ  ნარკომანია არის ავადმყოფობა და საჭიროებს მკურნალობას, რამეთუ  ნარკოტიკი, გინდ მსუბუქი იყოს და გინდ მძიმე, კი არ ათავისუფლებს არამედ ათაყვანებს.

აღსანიშნავია ისიც რომ, კომისიის სხდომა დაემთხვა საქართველოს საპატრიარქოს გაცხადებას ამ საკითხთან მიმართებაში, როგორც ჩანს, საპატრიარქოს, კერძოდ პატრიარქის ეპისტოლეს გარკვეულ წილად ითვალისწინებს  პალამენტის თავჯდომარეც, ბ-ნი ირაკლი კობახიძე, რომელიც აცხადებს, რომ პარლამენტში განსახილველად შესული  ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტის მიღება უნდა გადაიდოს და მოხდეს  ყველა დაინტერესებულ მხარესთან  კონსულტაცია. მსგავს  გადაწვეტილებაზე შეთახმდნენ კომისიის წევრები და მოწვეული სტუმრებიც," - ნათქვამია მეცნიერებათა აკადემიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„მარიამ და ხუანმა მოწიეს შეკეთებული სიგარეტი" - შეხვედრა მეცნიერებათა აკადემიაში

ლორთქიფანიძე: გთავაზობთ შევქმნათ ნარკოზონები, როგორიცაა ლეპრაზორიუმი კეთროვნებისთვის

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^