Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მშობელი: ვინ აგებს პასუხს გაბის მდგომარეობაზე, რომლისთვისაც ბაღის შეცვლა სტრესი იქნება

25 იანვარი, 2018 12:35

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისში სამი საბავშვო ბაღი დაიხურა. სააღმზრდელო პროცესი დღეს დილიდან თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღებში შეწყდა. 

ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გადაწყვეტილება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ეფუძნება, რომლის თანახმადაც, სამი ბაღის შენობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და ამ ვითარებაში მათი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის.

ბაღები დახურვის საკითხს გამოეხმაურა ერთ-ერთი მშობელი დიანა ჯანაშია, რომელიც ამბობს, რომ მის შვილს აუტისტური სპექტრი აქვს, მე-19 სჯარო ბაღში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, ახლა კი არ იცის როგორ მოიქცეს.  

„ჩემი შვილი - გაბრიელი, რომელსაც აქვს აუტისტური სპექტრი, 2017 წლის სექტემბრიდან მოხვდა ფანტასტიკურ ბაღში, მე-19 საჯარო ბაღში. აღნიშნული ბაღის შესახებ და იქ მიღწეული წარმატებების შესახებ არაერთხელ დამიწერია და დამიდია სურათები და ვიდეო. ბავშვმა რამდენიმე ბაღი შეიცვალა, ვიდრე აქ მოხვდებოდა. არსად არ ჩერდებოდა და ვერსად ვერ ეგუებოდა. მე-19 ბაღის დირექტორის, მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის დამსახურებით და ჩართულობით შემუშავდა ბავშვის ინდივიდუალური გეგმა.

გაბი მიეჩვია გარემოს და მეგობრებს, ვიდრე ამ კლასში შემოვიდოდა, წინამოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ ბავშვებთან და შევამზადეთ იმისთვის, რომ მიეღოთ გაბი. დღეს, შემთხვევით, „ლიბერალიდან“ ვიგებ, რომ ბაღი, რომელშიც ესოდენ დიდი წარმატებ გვაქვს, დაიკეტა და სად წავიყვანო ბავშვი, არ ვიცი. ყველა საბავშვო ბაღი გადატვირთულია და ბავშვების გადანაწილებას არ მივესალმები. 40-კაციან ჯგუფებში როგორ უნდა დაემატოს კიდევ ბავშვები, არ მესმის. გაბისთვის აქ შესანიშნავი გარემო იყო, ოჯახური მყუდრო და რაოდენობაც ჯგუფებში იყო მისაღები. სწორედ ამ გარემომ და პერსონალმა გაგვიყვანა ჩვენ ძალიან დიდი შედეგზე: ბავშვმა დაიწყო ჭამა, პირველად დაიწყო წყლის დალევა. მიეჩვია ბავშვებთან ერთად ჯდომას და ჯგუფურ აქტივობებში ჩართვას.

სასწრაფოდ მოვითხოვ, კი არ გთხოვთ და გემუდარებით, მოვითხოვ, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ უზრუნველყოთ ამ ბაღის და ჯგუფების დაუშლელად ალტერნატიული ფართის გამოყოფა, სადაც ბავშვებს არ მოუწევთ სტრესის გადატანა და ძლივს მიჩვეული ბავშვები გარემოს და მეგობრებს არ მოსწყდებიან. მე არ ვიცი, რას წერს ექსპერტიზა, არ მაინტერესებს ტექნიკური მხარე. თქვენ ხართ არაადამიანები, არაფრად ჩააგდეთ მშობლები, რომ დაგვეჭირა თადარიგი, არ გვითხეთ აზრი - რა გვინდა ჩვენ, რა გვაწყობს. გვინდა კი ბაღებში გადანაწილება? ასეთი ავარიული თუ იყო კიდევ ეს ბაღები, არადადეგების შემდგომ რატომღა გამოგვიყვანეთ? თქვენი შემკობისთვის არ მყოფნის სიტყვების მარაგი, რასაც თქვენ იმსახურებთ. სასწრაფოდ მოვითხოვ, რომ მოხდეს ამ ბაღისთვის ალეტერნატიული სივრცის გამოყოფა და არა ჯგუფების დაშლა და სრული რეორგანიზაცია. ვინ აგებს პასუხს გაბის და უამრავი სხვა ბავშვის მდგომარეობაზე, რომლებსაც სტრესის გადატანა მოუწევთ ბაღის შეცვლით. არავითარი გადანაწილება! მოგვეცით ალტერნატიული ფართი და შეგვინარჩუნეთ ის კადრი, ვინაც შედეგი დადო ჩემს შვილთან!,“ - წერს მშობელი დიანა ჯანაშია. 

ბაღების სააგენტოში ამბობენ, რომ 29 იანვრიდან ამ ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები რაიონში არსებულ სხვა საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან. პარალელურად დაიწყება აღნიშნული ბაგა-ბაღების შენობების სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 

უშუალოდ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით კი სააგენტოში გვიპასუხეს, რომ მშობელმა ბაღების მართვის სააგენტოს უნდა მიმართოს და შესაბამისი რეაგირება მოხდება. 

ის, რაც გაბრიელს ჰაერივით სჭირდება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^