Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიტროპოლიტი სტეფანე ამირან დევნოზაშვილზე: - ეს კაცი შესაძლოა, საშიში იყოს ბავშვებისთვის

29 იანვარი, 2018 18:54

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე „ლიბერალთან“ საუბრისას იხსენებს, რა ურთიერთობა ჰქონდა ლენტეხის რაიონში მცხოვრებ ამირან დევნოზაშვილთან, რომელსაც სავარაუდოდ, შვილები ჩაკეტილი ჰყავს და გარეთ არ უშვებს. 

„ვცდილობდი, აზრზე მომეყვანა. - გვიყვება მეუფე სტეფანე - მე არ ვიცი მისი ფსიქიკური მდგომარეობა. რამდენჯერმე შევეცადე, ხან ისე, ხან ასე, არაერთხელ მივედი, მაგრამ ვერ გავიგე მისი დამოკიდებულება. რასაც აკეთებს, ამის დასაბუთება არ შეუძლია.  წმინდა ეგნატე ბრიაჩანინოვის ლოცვა-კურთხევით ვმოქმედებო, ამტკიცებს".
სოცსააგენტო მშობლის მიერ ჩაკეტილ ბავშვებზე - „მშობლები შეძლებისდაგვარად ზრუნავენ მათზე"

მიტროპოლიტი გვიყვება, რომ ბავშვებთან კონტაქტი სცადა, „მაგრამ მაშინვე შეყარა ოთახში, არ ახვედრებს ადამიანებს".

მეუფე სტეფანეს თქმით, ბავშვების დედასთანაც იგივე სიტუაციაა, „მან თქვა, რომ მხარს ვუჭერ ჩემს ქმარსო, მაგრამ ის რაღაცნაირად იმპერიატიული ტიპია, მბრძანებლური; მე ვერ ვეტყვი, დარწმუნებით, რომ  მეუღლე ამას თავისი ნებით აკეთებს.

მე მაქვს წინადადება, რომ თვეში ერთხელ ბავშვებს შევხვდე. ეს პირობა  დაუდონ, შევხვდებოდი, დაველაპარაკებოდი და შევეცდებოდი,  მათ ჰქონოდათ დამოუკიდებელი აზროვნება“.

მისი თქმით, მამა შესაძლოა, შვილებისთვის, გარკვეულწილად, საშიშიც იყოს. „ამის დადასტურებით თქმა არ შემიძლია, მაგრამ ის, რომ სკოლაში სიარულს უშლის და სოციალურ ურთიერთობებს უკრძალავს, უკვე პრობლემაა".

შს მინისტრის მოადგილე მშობლის მიერ სახლში სავარაუდოდ ჩაკეტილ ბავშვებზე საუბრობს

მიტროპოლიტი „ლიბერალთან" ჰყვება, რომ ამირან დევნოზაშვილი  შვილებს ეკლესიასთან ურთიერთობის ნებასაც არ რთავს - ის ვითომ  ეკლესიურად საუბრობს და მაგრამ არა, მას თავისი თავი აქვს ეკლესიად,  მის თავში იწყება მისი რწმენა და მის თავშივე მთავრდება".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^