„ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ბაქანთან ჭერი ჩამოიშალა. როგორც ჩვენი კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, თვითმხილველების ცნობით, არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და პოლიცია.
როგორც „ლიბერალს" ადგილზე მყოფმა ექიმებმა განუცხადეს, რამდენიმე დაშავებულს მოტეხილობები აღთენიშნება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ მათი ინფორმაციით, 7 ადამიანია დაშავებული.
„ლიბერალი" თვითმხილველს ესაუბრა. გიორგის თქმით, ბაქანზე იყო, როცა მეტროსადგურში ჭერი ჩამოინგრა.
როგორც ადგილიდან „ლიბერალის“ კორესპონდენტი ამბობს, მეტროს ტერიტორიიდან 5 დაშავებული საკაცით უკვე გაიყვანეს.
მეტროსადგური „ვარკეთილი“ დაიკეტა და ხალხს არ უშვებენ. ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.
მეტრო „ვარკეთილში“, სადაც ჭერი ჩამოიშალა, სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერში დასრულდა