Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სუბელიანი: უსამართლობაა, რომ კომისიის ახალი წესი განსაკუთრებით დიდ ოდენობაზე არ გავრცელდა

01 თებერვალი, 2018 19:39

„გაუგებარია, პრეზიდენტმა განსაკუთრებით დიდი ოდენობისა და საზღვრის კვეთის მუხლი რატომ დატოვა გარეთ და ამ კუთხით დებულებაში ცვლილება რატომ არ შევიდა. უსამართლობაა და არათანაბარ სიტუაციაში აყენებს მსჯავრდებულებს“, - „ლიბერალთან“ საუბრისას „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტმა დათო სუბელიანმა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით შეწყალების კომისიის დებულაში შესული ცვლილებები შეაფასა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, შეწყალების კომისია სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე განიხილავს იმ მსჯავრდებულთა განაცხადს, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღების, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და შემოტანა-ტრანზიტისა.

სუბელიანის თქმით, სამოქალაქო სექტორის შეწყალების კომისიასთან შეხვედრისას საუბარი იყო, რომ ვინაიდან ოდენობები თავდაყირა არის დალაგებული კანონმდებლობაში, აზრი  არ ექნებოდა ოდენობებთ ხელმძღვანელობას და ამ კუთხით გამიჯვნას.

„ამიტომ იყო დღევანდელი განცხადება გაუგებარი, სადაც განსაკუთრებით დიდ ოდენობაზე და საზღვარზე შემოტანაზეა საუბარი, იმიტომ რომ ორივე შემთხვევა პრინციპში ჩვეულებრივი მომხმარებლის ქცევაში ჯდება - საზღვარზეც შეიძლება გადმოიტანო შენი პირადი მიზნისთვის ნარკოტიკი და ასევე შესაძლოა, რეალურად მცირე ოდენობა გქონდეს და ეს გეთვლებოდეს განსაკუთრებით დიდ ოდემობად. მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ მხედველობაში მიეღოთ ეს უსამართლობა“, - ამბობს სუბელიანი.

მისი თქმით,  შეწყალების კომისიას ამ მუხლით მსჯავრდებულებისთვის კომისიისთვის გამარტივებული გზით მიმართვის საშუალება უნდა მიეცა და შეწყალების საკითხი შემდეგ ინდივიდუალურად გადაეწყვიტა.

როგორც „ლიბერალთან" საუბრისას ზვიად ქორიძემ აღნიშნა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საკითხი ფართო თემაა. შეიძლება განსაკუთრებით დიდი ოდენობა იწყებოდეს 2 გრამიდან და ადიოდეს 800 გრამზე. ამიტომ საკითხი ინდივიდუალური განხილვის საგანია.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მსჯავრდებულებს არ ვუზღუდავთ საშუალებას, რომ დადგენილი კრიტერიუმებით შემოიტანონ განაცხადი. თუ ისინი არ აკმაყოფილებენ ვადის კრიტერიუმებს, ჩვენ საქმის მასალებს გავეცნობით და შეიძლება, განსაკუთრებული წესით ვიხელმძღვანელოთ.

განსაკუთრებული გარემოებებით განხილვა ნიშნავს იმას, რომ კომისიის რომელიმე წევრს შეუძლია დააყენოს კონკრეტული მსჯავრდებულის საკითხი. ამ შემთხვევაში დებულებაში არის დათქმა, რომ კენჭისრყაში უნდა მონაწილეობდეს ¾  წევრებისა და გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ერთხმად“, - აღნიშნავს ქორიძე.

სუბელიანის თქმით კი, ამგავრი დათქმის გამო შეწყალების კომისიისადმი გამარტივებულად მიმართვას ის მსჯავრდებულებიც ვერ შეძლებენ, ვინც 2 გრ. ნარკოტიკული ნივთიერების ფლობისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობის მუხლით იხდიან სასჯელს, ამიტომ შეწყალების კომისიას ამ მუხლით მსჯავრდებულებისთვის გამარტივებული გზით მიმართვის საშუალება უნდა მიეცა და შეწყალების საკითხი შემდეგ ინდივიდუალურად გადაეწყვიტა.

რა შეიცვალა შეწყალების კომისიის დებულებაში ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულებისთვის

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^