Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროპარლამენტარი: პორტუგალიამ დაამტკიცა, რომ დეკრიმინალიზაცია წარმატებული პოლიტიკაა

02 თებერვალი, 2018 12:25

„ამ კანონმა პორტუგალიაში კარგად იმუშავა. [სწორი მიდგომაა] ნარკოგამსაღებლების დასჯა და არა მომხმარებლების, რადგან თუ მომხმარებელს დასჯი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები შეგექმნება", - ამბობს პორტუგალიელი ევროპარლამენტარი ანა მარია გომეში, რომელიც „ლიბერალის" ჟურნალისტს ბრიუსელში ესაუბრა.

გომეშის თქმით, ნარკოდამოკიდებულებს დახმარება სჭირდებათ და მთავრობა მათ ეხმარება - ამან პორტუგალიაში მნიშვნელოვნად შეამცირა იმ დაავადებათა გავრცელება, რომლებიც დამოკიდებულებას უკავშირდება.

„პორტუგალიაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ [დეკრიმინალიზაციის რეფორმა] ძალიან წარმატებული პოლიტიკაა", - თქვა გომეშმა, - „ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრი (EMCDDA) ლისაბონში მდებარეობს. ჩვენ ისეთს ვერაფერს გავაკეთებდით, რაც ევროპულ პოლიტიკასთან (მიდგომებთან) შეუსაბამო იქნებოდა. ამდენად, ძალიან პოზიტიური, პროგრესული და რაციონალური მიდგომა გამოიყენება პრობლემასთან გასამკლავებლად, ნარკოდამოკიდებული ადამიანების დასახმარებლად.

მნიშვნელოვანია სერიოზული ზომების მიღება გამსაღებლების წინააღმდეგ. არ უნდა კვებო ნარკობიზნესი - ამიტომ, სწორედ, მოხმარების დეკრიმინალიზაცია არის გზა იმისათვის, რომ ნარკობიზნესის გამოკვებას შეუშალო ხელი.

რაც უფრო ძვირია ნარკოტიკული საშუალება, მით უფრო მეტ ფულს აკეთებს ნარკობიზნესი. ამიტომ, მოხმარების კრიმინალიზაცია აპრიორი მათ წისქვილზე ასხამს წყალს - ისინი მეტ ფულს გააკეთებენ, უფრო ძლიერი იქნებიან, მეტ ადამიანს მოისყიდიან. ვიცით, რომ ისინი კორუფციითაც იკვებებიან", - თქვა გომეშმა.

„ლიბერალთან"  საუბრისას მან აღნიშნა, რომ პორტუგალიაში ეს რეფორმა მემარცხენე მთავრობის გადაწყვეტილება იყო. თავის დროზე პორტუგალიაშიც დიდი სკეპტიკურობით უყურებდნენ ამ რეფორმას, თუმცა იმ დროს მთავრობაში არსებულმა მემარჯვენე ფრთამაც კი არ შეცვალა მიდგომა, რადგან შედეგები აშკარად აჩვენებდა, რომ ეს სწორი გზა იყო.

დღევანდელი მთავრობა კი, რა თქმა უნდა, მიჰყვება ამ პოლიტიკას.

„იცით, რას ვეტყვი სკეპტიკოსებს? ჩამოდით პორტუგალიაში და ნახეთ, როგორ მუშაობს ეს კანონი", - ამბობს გომეში.

პორტუგალიამ 2001 წელს ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და პირადი მოხმარების მიზნით ფლობის დეკრიმინალიზაცია მოახდინა. რეფორმის შედეგად, რამდენიმე ხანში შემცირდა პრობლემური მოხმარება. შემცირდა მოხმარება მოზარდობის ასაკში. ისეთ სენსიტიურ ასაკში, როგორიცაა 15-24 წელი, რეფორმის გატარების შემდეგ შეიმჩნევა მოხმარების სტაბილური კლების ტენდენციაა. ქვეყანაში აივ/შიდსის ახალი შემთხვევების რაოდენობაც საგრძნობლად შემცირდა. დრამატულად შემცირდა ზედოზირების შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელიც.

პაველ ბემი საქართველოს ნარკოპოლიტიკასა და დეკრიმინალიზების „სასწაულზე"

კუჭავა: პორტუგალიაში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დეკრმინალიზაცია აუცილებელია

ქართველი დეპუტატები პორტუგალიაში ნარკოპოლიტიკის რეფორმის გამოცდილებას გაეცნობიან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^