Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს

05 თებერვალი, 2018 14:48

გუშინ თბილისში სამ ტრანსგენდერ ქალს სცემეს. ერთ-ერთი ტრანსგენდერი გაბრიელა როსკიპოვა „ლიბერალთან“ საუბარში ჰყვება, რომ ქუჩაში მიდიოდა როცა უცნობი პირი თავს დაესხა.

როგორც გაბრიელა ამბობს, ის „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში" გადაიყვანეს, თუმცა, კლინიკაში მას სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს, გულგრილობა გამოიჩინეს. გარდა ამისა, როგორც ამბობს, მისი მისამართით კლინიკის თანამშრომლები ტრანსფობიურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებდნენ. გაბრიელა იძულებული გახდა სხვა კლინიკაში წასულიყო.

თბილისში სამ ტრანსგენდერ ქალს სცემეს

გაბრიელა ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად ტვინის შერყევა მიიღო, ასევე დაზიანებები აქვს შუბლისა და ქვედა კიდურის არეში.

სახალხო დამცველმა ტრანსგენდერების ცემის ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო. როგორც ომბუდსმენის მოადგილე ეკა სხილაძე „ლიბერალთან“ ამბობს, შესწავლა ორი მიმართულებით მიმდინარეობს, პირველი - რამდენად ეფექტიანი იქნება სამართალდამცავი უწყების მხრიდან სავარუდო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე რეაგირება და, მეორე, ომბუდსმენი შეისწავლის სამედიცინო დაწესებულების მხრიდან  სავარუდო უარის თქმის შემთხვევასაც.

„სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს და სახალხო დამცველის პრაქტიკა ამას ცხადყოფს, რომ ტენდენციაა ლგბტ ადამიანების მიმართ განსაკუთრებით, ტრანსგენდერი ქალების მიმართ, ძალადობრივი დამოკიდებულების ფაქტები. ჩვენი აპარატი ბევრ შემთხვევას სწავლობს, როცა ადამიანები მიუთითებენ მოქალაქეების მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაზე და შესაბამისი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირებაზე. ერთი მხრივ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ მსგავსი დანაშაულის პრევენცია მოხდეს, და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება მოხდეს", - ამბობს  ეკა სხილაძე

სახალხო დამცველის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ აპარატში რამდენიმე მიმდინარე განცხადებაა სამედიცინო დაწესებულების მხრიდან [სამედიცინო დახმარებაზე] უარის თქმის შემთხვევის ფაქტებზე, შესაბამისად, ომბუდსმენმა მიმართა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და დაწყებულია მოკვლევა ყველა მათგანზე.

„ლიბერალი“ „ალდაშვილის კლინიკასთან" შეეცადა გაერკვია, ნამდვილად უთხრეს თუ არა უარი გაბრიელას სამედიცინო დახმარებაზე და რა მოტივით. კლინიკაში თავდაპირველად გვითხრეს, რომ არ იცოდნენ ამ შემთხვევის შესახებ და მოიკითხავდნენ. მოგვიანებით კი გვიპასუხეს, რომ დღეს განცხადებას გაავრცელებენ და სხვა რამეს ამ ეტაპზე ვერ გვეტყვიან.

ტრანსგენდერების ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

28 იანვარს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სცემეს. 

2 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ გენდერული იდენტობის ნიშნით ცემისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

გენდერული იდენტობის ნიშნით ცემისათვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^