დღეს გავრცელდა „რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტის წერილი, რომელშიც ის 1 თებერვალს გამოქვეყნებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წერილს პასუხობს.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში „რადიო თავისუფლების " ვიცე-პრეზიდენტი ნენად პეჯიკი ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში ის, სავარაუდოდ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.
ამ დროისთვის შეხვედრის დრო და ადგილი ცნობილი არ არის.
ნენედ პეჯიკი, სავარაუდოდ, მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებსაც უპასუხებს.
„რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტი ქართული NGO-ების წერილს პასუხობს